სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

არრან ფერნანდესის ონლაინ საჯარო ლექცია

არრან ფერნანდესის ონლაინ საჯარო ლექცია

2021-ის 2 ნოემბერს, ბრიტანელმა ინტელექტუალმა, თანამედროვე მათემატიკის გენია და რეკორდსმენმა, არრან ფერნანდესმა რომელმაც კემბრიჯის უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხი უნივერსიტეტის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდამ – 18 წლისამ მოიპოვა, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში ონლაინ საჯარო ლექცია გამართა.

5 წლის ასაკში მისი გამოგონილი განტოლებები ენციკლოპედიაში შევიდა, 6 წლისამ დაამთავრა საშუალო სკოლა, ხოლო 18 წლის ასაკში კემბრიჯის უნივერსიტეტის უფროსი “ვრანგლერის” წოდება მოიპოვა, რაც ბრიტანეთში უმაღლეს ინტელექტუალურ მიღწევად ითვლება, რადგან აღნიშნული წოდება ენიჭება უდიდესი ინტელექტუალური შესაძლებლობების მქონე პიროვნებას. აქვე აღსანიშნავია, რომ არრანი ყველაზე ახალგაზრდა მათემატიკოსია უნივერსიტეტის ისტორიაში.

არრანმა მონაწილეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა, ისაუბრა მიღწევებზე, შესაძლებლობებზე განათლებაში და უპასუხა სტუდენტების კითხვებს.

Message body empty