სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

აკადემიური კონკურსი სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე

დეპარტამენტი
გამოცხადების თარიღი 01 ივნისი, 2023
ბოლო ვადა 15 ივლისი, 2023

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ 2023 წლის 1 ივნისიდან აცხადებს ღია კონკურსს სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორის, ასოცირებული პროფესორის და ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის  დასაკავებლად შემდეგი მიმართულებით: 

სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა კლინიკური ფსიქოლოგია:

(კლასიფიკატორით დადგენილი სწავლის სფეროს კოდი 0313.2.4)

  • ასოცირებული პროფესორი აკადემიური ნიშნით - 1 ვაკანსია;
  • ასოცირებული პროფესორი პროფესიული ნიშნით - 2 ვაკანსია;
  • ასისტენტ-პროფესორი აკადემიური ნიშნით – 1 ვაკანსია.
  • ასისტენტ-პროფესორი პროფესიული ნიშნით – 2 ვაკანსია.

საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა საერთაშორისო ურთიერთობები:

(კლასიფიკატორით დადგენილი სწავლის სფეროს კოდი: 0312.1.2)                                                                 

  • პროფესორი აკადემიური ნიშნით – 1 ვაკანსია;
  • ასოცირებული პროფესორი აკადემიური ნიშნით - 1 ვაკანსია;
  • ასოცირებული პროფესორი პროფესიული ნიშნით - 1 ვაკანსია.

საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა ჟურნალისტიკა

(კლასიფიკატორით დადგენილი სწავლის სფეროს კოდი: 0321.1.1)

  • ასოცირებული პროფესორი აკადემიური ნიშნით - 1 ვაკანსია.

პროფესორის და ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე პირი აირჩევა 4 წლის ვადით, ხოლო ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე - 3 წლის ვადით.

აკადემიური თანამდებობის დაკავების კანდიდატმა უნდა დააკმაყოფილოს შესაბამისი საკონკურსო ვაკანსიისთვის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა (აკადემიური/პროფესიული ნიშნით), შემდეგი კრიტერიუმებით:

პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე - აკადემიური ნიშნით:

  • დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  • სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 (ექვსი) წლის გამოცდილება;
  • შესაბამის სფეროში ბოლო 5 (ხუთი) წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების (მონოგრაფია, სახელმძღვანელო, რეფერირებად ჟურნალში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია და სხვა) ავტორობა/თანაავტორობა;
  • აკადემიური საქმიანობის (სწავლება, კვლევა, საზოგადოებრივი აქტივობა) ხედვა;
  • სასწავლო კურსის სილაბუსის შემუშავების გამოცდილება (ნიმუშად წარმოდგენილ უნდა იქნეს შესაბამის პრინციპებზე აგებული მინიმუმ 2 (ორი) სილაბუსი, შესაბამისი პროგრამის შემადგენელი/შეთავაზებული სასწავლო კურსის სილაბუსის სახით).

ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე - აკადემიური ნიშნით:

  • დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  • სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 (სამი) წლის გამოცდილება;
  • შესაბამის სფეროში ბოლო 5 (ხუთი) წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების (მონოგრაფია, სახელმძღვანელო, რეფერირებად ჟურნალში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია და სხვა) ავტორობა/თანაავტორობა;
  • აკადემიური საქმიანობის (სწავლება, კვლევა, საზოგადოებრივი აქტივობა) ხედვა;
  • სასწავლო კურსის სილაბუსის შემუშავების გამოცდილება (ნიმუშად წარმოდგენილ უნდა იქნეს შესაბამის პრინციპებზე აგებული მინიმუმ 2 (ორი) სილაბუსი, შესაბამისი პროგრამის შემადგენელი/შეთავაზებული სასწავლო კურსის სილაბუსის სახით).

ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე - აკადემიური ნიშნით:

  • დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  • შესაბამის სფეროში ბოლო 5 (ხუთი) წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების (მონოგრაფია, სახელმძღვანელო, რეფერირებად ჟურნალში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია და სხვა) ავტორობა/თანაავტორობა;
  • აკადემიური საქმიანობის (სწავლება, კვლევა, საზოგადოებრივი აქტივობა) ხედვა;
  • სასწავლო კურსის სილაბუსის შემუშავების გამოცდილება (ნიმუშად წარმოდგენილ უნდა იქნეს შესაბამის პრინციპებზე აგებული მინიმუმ 2 (ორი) სილაბუსი, შესაბამისი პროგრამის შემადგენელი/შეთავაზებული სასწავლო კურსის სილაბუსის სახით).

ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე - პროფესიული ნიშნით:

  • არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  • შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 (ხუთი) წლის პროფესიული გამოცდილება;
  • შესაბამისი სფეროს აქტუალურ საკითხებზე ბოლო 10 (ათი) წლის განმავლობაში გამოქვეყნებული პუბლიკაციები ან/და სპეციალური მომზადება (სფეროს სპეციფიკის გათვალისწინებით სპეციალური პროგრამის, მოდულის ან/და სასწავლო კურსების გავლა);
  • უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში შესაბამისი მიმართულებით პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 2 (ორი) წლის გამოცდილება;
  • აკადემიური საქმიანობის (სწავლება, კვლევა, საზოგადოებრივი აქტივობა) ხედვა;
  • სასწავლო კურსის სილაბუსის შემუშავების გამოცდილება (ნიმუშად წარმოდგენილ უნდა იქნეს შესაბამის პრინციპებზე აგებული მინიმუმ 2 (ორი) სილაბუსი, შესაბამისი პროგრამის შემადგენელი/შეთავაზებული სასწავლო კურსის სილაბუსის სახით).

ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე - პროფესიული ნიშნით:

  • არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  • შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 3 (სამი) წლის პროფესიული გამოცდილება;
  • შესაბამისი სფეროს აქტუალურ საკითხებზე ბოლო 10 (ათი) წლის განმავლობაში გამოქვეყნებული პუბლიკაციები ან/და სპეციალური მომზადება (სფეროს სპეციფიკის გათვალისწინებით სპეციალური პროგრამის, მოდულის ან/და სასწავლო კურსების გავლა);
  • უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში შესაბამისი მიმართულებით პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 1 (ერთი) წლის გამოცდილება;
  • აკადემიური საქმიანობის (სწავლება, კვლევა, საზოგადოებრივი აქტივობა) ხედვა;
  • სასწავლო კურსის სილაბუსის შემუშავების გამოცდილება (ნიმუშად წარმოდგენილ უნდა იქნეს შესაბამის პრინციპებზე აგებული მინიმუმ 2 (ორი) სილაბუსი, შესაბამისი პროგრამის შემადგენელი/შეთავაზებული სასწავლო კურსის სილაბუსის სახით).

თუ კონკრეტულ აკადემიურ თანამდებობაზე ძირითადი საკონკურსო კრიტერიუმებით შერჩეულ კონკურსანტთა რაოდენობა გადააჭარბებს საკონკურსო ვაკანსიების რაოდენობას, გამარჯვებულთა შესარჩევად გამოყენებული იქნება შემდეგი დამატებითი კრიტერიუმები:

  • შესაბამის სფეროში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
  • სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა, სამეცნიერო სტიპენდიები და გრანტები;
  • პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა;
  • უცხო ენების (უპირატესია ინგლისური) ცოდნა;
  • ევროპულ უნივერსიტეტებში სწავლა/სწავლების გამოცდილება;
  • საერთაშორისო ორგანიზაციის სტრუქტურებში/პროექტებში საქმიანობის გამოცდილება.

საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • განცხადება კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დადგენილი ფორმის შესაბამისად (იხ. დანართი);
  • კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმით (იხ. დანართი);
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • მიღებული განათლების/აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი ყველა დოკუმენტის ასლი (უცხოეთში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის ან/და შესაბამისი მიმართულებით პროფესიული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები (ცნობა, შრომის წიგნაკის ასლი და სხვა);
  • აკადემიური საქმიანობის (სწავლება, კვლევა, საზოგადოებრივი აქტივობა) ხედვა;
  • შესაბამისი პროგრამის შემადგენელი/შეთავაზებული სასწავლო კურსის სილაბუსები;
  • ძირითად და დამატებით კრიტერიუმებთან შესაბამისობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტაცია (არსებობის შემთხვევაში);
  • ცნობა „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლეობის შესახებ“ და ცნობა „უფლების ჩამორთმევის შესახებ“ (საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმება/საქმიანობა ეკრძალება სქესობრივი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევ პირს ან/და სასამართლოს მიერ საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლებაჩამორთმეულ პირს).

საკონკურსო დოკუმენტების მიღება განხორციელდება ელექტრონული ფორმით სეუ-ს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected]  - სათაურის ველში (subject) უნდა მიუთითოთ შესაბამისი მიმართულება და აკადემიური თანამდებობა. ასევე, შესაძლებელია დოკუმენტაციის მატერიალური ფორმით წარდგენა სეუ-ში, მისამართზე: ქ. თბილისი, წინანდლის ქ. №9, მე-7 სართული, ოთახი №702. საკონტაქტო ტელ.: 032 2 90 00 00 – 21 (შიდა)

სეუ იტოვებს უფლებას გადაამოწმოს კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია.

კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი საკონკურსო დოკუმენტები “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცადეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. კონკურსანტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ მისი პერსონალური მონაცემები უნივერსიტეტის (სეუ) მხრიდან დამუშავდება შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

აკადემიური თანამდებობის დასაკავებელ კონკურსში მონაწილეობის მიღებისას, კონკურსანტის მიერ სეუ-სთან აფილირებაზე წინასწარ გაცხადებული თანხმობა, საკონკურსო კომისიის მიერ, თანაბარი მონაცემების მქონე კანდიდატთა შერჩევისას, შესაძლოა მიჩნეული იქნას კონკურსანტებს შორის უპირატესობის მინიჭების საფუძველად და არ უნდა იქნას აღქმული რაიმე სახის დისკრიმინაციად. ამავდროულად, წინასწარი თანხმობა აფილირების შესახებ არ ნიშნავს აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის გარანტიას.

კონკურს ჩატარდება ორ ეტაპად:

  • წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით კონკურსანტთა შერჩევა (კონკურსანტების დაუსწრებლად);
  • პირველ ეტაპზე შერჩეული კონკურსანტების საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება (გასაუბრების გრაფიკი/დრო გეცნობებათ პირადად, კონკურსის პირველი ეტაპის გავლის შემთხვევაში);

კონკურსის ვადები:

  • საკონკურსო დოკუმენტების მიღება: 2023 წლის 3 ივლისიდან 15 ივლისის ჩათვლით;
  • კონკურსის პირველი ეტაპი: 2023 წლის 17 ივლისი;
  • კონკურსის მეორე ეტაპი/გასაუბრება: 2023 წლის 19 ივლისი;
  • კონკურსის პირველადი შედეგების გამოქვეყნება: 2023 წლის 20 ივლისი;
  • აპელაციების/საჩივრების მიღება: 2023 წლის 21 ივლისი;
  • აპელაციების/საჩივრების განხილვა: 2023 წლის 24 ივლისი;
  • კონკურსის საბოლოო შედეგების გამოქვეყნება: 2023 წლის 25 ივლისი.

კონკურსის შედეგები გამოქვეყნდება სეუ-ს ოფიციალურ ვებგვერდზე: www.seu.edu.ge 

გისურვებთ წარმატებებს! 

დანართები:                                                                                            

კონკურსანტის განცხადებაკონკურსანტის ანკეტა

შესაბამისი რეგულაციების გასაცნობად იხილეთ: https://www.seu.edu.ge/ka/554/

Message body empty