სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

აკადემიური კონკურსი ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტზე

დეპარტამენტი
გამოცხადების თარიღი 03 აგვისტო, 2023
ბოლო ვადა 13 სექტემბერი, 2023

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ 2023 წლის 3 აგვისტოდან აცხადებს ღია კონკურსს ბიზნესისა და ტენოლოგიების  ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის და ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის  დასაკავებლად შემდეგი მიმართულებით:

ეკონომიკის მიმართულებით (ინგლისურენოვანი პროგრამებისთვის):

  • ასოცირებული პროფესორი - 1 ვაკანსია (აკადემიური ნიშნით).

ფინანსური აღრიცხვა, ანალიზი, აუდიტის მიმართულებით (ინგლისურენოვანი პროგრამებისთვის):

  • ასოცირებული პროფესორი - 1 ვაკანსია (აკადემიური ნიშნით).

ფინანსების მიმართულებით (ინგლისურენოვანი პროგრამებისთვის):

  • ასისტენტ პროფესორი - 1 ვაკანსია (აკადემიური ნიშნით).

მენეჯმენტის მიმართულებით:

  • ასოცირებული პროფესორი - 2 ვაკანსია (აკადემიური ნიშნით);
  • ასისტენტ პროფესორი - 1 ვაკანსია (აკადემიური ნიშნით);
  • ასისტენტ პროფესორი - 1 ვაკანსია (პროფესიული ნიშნით).

ბიზნესის და ციფრული ტექნოლოგიების მიმართულებით:

  • ასოცირებული პროფესორი - 1 ვაკანსია (აკადემიური ნიშნით);
  • ასოცირებული პროფესორი - 1 ვაკანსია (პროფესიული ნიშნით);
  • ასისტენტ-პროფესორი - 2 ვაკანსია (პროფესიული ნიშნით).

ბიზნეს ანალიტიკის მიმართულებით:

  • ასოცირებული პროფესორი - 2 ვაკანსია (პროფესიული ნიშნით);
  • ასისტენტ-პროფესორი - 2 ვაკანსია (პროფესიული ნიშნით).

განათლების ადმინისტრირების მიმართულებით:

  • ასოცირებული პროფესორი - 1 ვაკანსია (აკადემიური ნიშნით);
  • ასოცირებული პროფესორი - 1 ვაკანსია (პროფესიული ნიშნით);
  • ასისტენტ პროფესორი - 1 ვაკანსია (აკადემიური ნიშნით).

საბანკო საქმის მიმართულებით:

  • ასისტენტ-პროფესორი - 1 ვაკანსია (პროფესიული ნიშნით).

ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე - აკადემიური ნიშნით:

  • დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  • სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 (სამი) წლის გამოცდილება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
  • შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციების ავტორობა/თანაავტორობა;
  • აკადემიური საქმიანობის ხედვა;
  • საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების სილაბუს(ებ)ის წარმოდგენა.

 ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე - პროფესიული ნიშნით:

  • მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  • არანაკლებ 5 წლის მუშაობის გამოცდილება შესაბამის დარგში, რაც დაკავშირებულია სფეროში, წამყვან თანამდებობებზე პრაქტიკულ მოღვაწეობასთან ;
  • შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;
  • აკადემიური საქმიანობის ხედვა;
  • საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების სილაბუს(ებ)ის წარმოდგენა.


ასისტენტ-პროფესორის
 აკადემიურ თანამდებობაზე - აკადემიური ნიშნით:

  • დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  • შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;
  • აკადემიური საქმიანობის ხედვა;
  • საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების სილაბუს(ებ)ის წარმოდგენა.


ასისტენტ-პროფესორის
 აკადემიურ თანამდებობაზე - პროფესიული ნიშნით:

  • არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  • არანაკლებ 3 (სამი) წლის მუშაობის გამოცდილება შესაბამის დარგში, რაც დაკავშირებულია სფეროში, წამყვან თანამდებობაზე პრაქტიულ მოღვაწეობასთან.
  • შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 10 (ათი) წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;
  • აკადემიური საქმიანობის ხედვა;
  • საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების სილაბუს(ებ)ის წარმოდგენა.

თუ კონკრეტულ აკადემიურ თანამდებობაზე ძირითადი საკონკურსო კრიტერიუმებით შერჩეულ კონკურსანტთა რაოდენობა გადააჭარბებს საკონკურსო ვაკანსიების რაოდენობას, გამარჯვებულთა შესარჩევად გამოყენებული იქნება შემდეგი დამატებითი კრიტერიუმები:

  • შესაბამის სფეროში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
  • სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა, სამეცნიერო სტიპენდიები და გრანტები;
  • პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა;
  • უცხო ენების (უპირატესია ინგლისური) ცოდნა;
  • ევროპულ უნივერსიტეტებში სწავლა/სწავლების გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • საერთაშორისო ორგანიზაციის სტრუქტურებში/პროექტებში საქმიანობის გამოცდილება.

 
საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • განცხადება კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დადგენილი ფორმის შესაბამისად (იხ. დანართი);
  • კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმით (იხ. დანართი);
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • მიღებული განათლების/აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი ყველა დოკუმენტის ასლი (უცხოეთში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის ან/და შესაბამისი მიმართულებით პროფესიული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები (ცნობა, შრომის წიგნაკის ასლი და სხვა);
  • აკადემიური საქმიანობის ხედვა (სწავლება, კვლევა, საზოგადოებრივი აქტივობა) ;
  • შესაბამისი პროგრამის შემადგენელი/შეთავაზებული სასწავლო კურსის სილაბუსები;
  • ძირითად და დამატებით კრიტერიუმებთან შესაბამისობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტაცია (არსებობის შემთხვევაში);
  • ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლეობის შესახებ“ და ცნობა „უფლების ჩამორთმევის შესახებ“ (საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმება/საქმიანობა ეკრძალება სქესობრივი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევ პირს ან/და სასამართლოს მიერ საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლებაჩამორთმეულ პირს).
  • ინგლისური ენის კომპეტენციის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ინგლისური ენის კომპეტენცია კონკურსანტს დადასტურებულად ჩაითვლება ერთ-ერთ ქვემოთ მითითებულ შემთხვევაში: ა) შესაბამის ენაზე მიღებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში; ბ) შესაბამის ენაზე უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის/სასწავლო კურსის სწავლების გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში; გ) ენობრივი კომპეტენციის ფლობის საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატის წარმოდგენის შემთხვევაში, რომელიც ადასტურებს კონკურსანტის მიერ შესაბამისი ენის არანაკლებ B2 დონეზე ფლობას, ენობრივ კომპეტენციათა ევროპული ჩარჩოთი (CEFR) დადგენილი კომპეტენციათა აღმწერის შესაბამისად. B2 დონის ენობრივი კომპეტენციის ფლობის დამადასტურებელ საერთაშორისოდ აღიარებულ სერტიფიკატად მიიჩნევა ერთ-ერთი შემდეგი:

  • Cambridge English First (FCE)
  • BEC Vantage
  • IELTS 5-6.5
  • TOEFL iBT 87-109
  • Michigan ECCE
  • PTE General Level 3
  • PTE Academic 59-75
  • Trinity ISE II

აკადემიური კონკურსის მონაწილე, რომელიც ვერ დაადასტურებს ენობრივ კომპეტენციას ვალდებულია კომისიის წინაშე ჩატაროს საჩვენებელი ლექცია ინგლისურ ენაზე ან ჩააბაროს ენობრივი კომპეტენციის ტესტირება უნივერსიტეტის მიერ მომზადებული საგამოცდო ტესტის მეშვეობით. ტესტის საკითხები და კომპეტენციის ზღვარი განისაზღვრება უნივერსიტეტის მიერ.

საკონკურსო დოკუმენტების მიღება განხორციელდება ელექტრონული ფორმით სეუ-ს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected]  - სათაურის ველში (subject) უნდა მიუთითოთ შესაბამისი მიმართულება და აკადემიური თანამდებობა. ასევე, შესაძლებელია დოკუმენტაციის მატერიალური ფორმით წარდგენა სეუ-ში, მისამართზე: ქ. თბილისი, წინანდლის ქ. №9, მე-7 სართული, ოთახი №702. საკონტაქტო ტელ.: 032 2 90 00 00 – 21 (შიდა)

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ იტოვებს უფლებას გადაამოწმოს კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია.

კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი საკონკურსო დოკუმენტები “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცადეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. კონკურსანტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ მისი პერსონალური მონაცემები უნივერსიტეტის (სეუ) მხრიდან დამუშავდება შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

აკადემიური თანამდებობის დასაკავებელ კონკურსში მონაწილეობის მიღებისას, კონკურსანტის მიერ სეუ-სთან აფილირებაზე წინასწარ გაცხადებული თანხმობა, საკონკურსო კომისიის მიერ, თანაბარი მონაცემების მქონე კანდიდატთა შერჩევისას, შესაძლოა მიჩნეული იქნას კონკურსანტებს შორის უპირატესობის მინიჭების საფუძველად და არ უნდა იქნას აღქმული რაიმე სახის დისკრიმინაციად. ამავდროულად, წინასწარი თანხმობა აფილირების შესახებ არ ნიშნავს აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის გარანტიას.

კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად:

  • წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით კონკურსანტთა შერჩევა (კონკურსანტების დაუსწრებლად);
  • პირველ ეტაპზე შერჩეული კონკურსანტების ინგლისური ენის კომპეტენციის დასადასტურებელი გამოცდა (მხოლოდ ინგლისურენოვან პროგრამაზე);
  • შერჩეული კონკურსანტების საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება (გასაუბრების გრაფიკი/დრო გეცნობებათ პირადად).

კონკურსის ვადები:

  • საკონკურსო დოკუმენტების მიღება: 2023 წლის 4 სექტემბრიდან 13 სექტემბრის ჩათვლით;
  • კონკურსის პირველი ეტაპი/საბუთების გადარჩევა: 2023 წლის 14-15 სექტემბერი;
  • კონკურსის მეორე ეტაპი/ ინგლისური ენის შიდა გამოცდა(მხოლოდ ინგლისურენოვანი პროგრამისთვის): 2023 წლის 18 სექტემბერი;
  • კონკურსის მესამე ეტაპი/გასაუბრება: 2023 წლის 19-20 სექტემბერი;
  • კონკურსის პირველადი შედეგების გამოქვეყნება: 2023 წლის 21 სექტემბერი;
  • აპელაციების/საჩივრების მიღება: 2023 წლის 22 სექტემბერი;
  • აპელაციების/საჩივრების განხილვა: 2023 წლის 25 სექტემბერი;
  • კონკურსის საბოლოო შედეგების გამოქვეყნება: 2023 წლის 26 სექტემბერი.

კონკურსის შედეგები გამოქვეყნდება საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს ოფიციალურ ვებგვერდზე: www.seu.edu.ge

 
გისურვებთ წარმატებებს!

დანართები:                                                                                             

კონკურსანტის განცხადებაკონკურსანტის ანკეტა

შესაბამისი რეგულაციების გასაცნობად იხილეთ: https://www.seu.edu.ge/ka/554/

Message body empty