სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

აკადემიური კონკურსი მედიცინის მიმართულებით

დეპარტამენტი
გამოცხადების თარიღი 18 სექტემბერი, 2023
ბოლო ვადა 27 ოქტომბერი, 2023

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ 2023 წლის 18 სექტემბრიდან აცხადებს ღია კონკურსს მედიცინის ფაკულტეტზე პროფესორი, ასოცირებული პროფესორის და ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის  დასაკავებლად შემდეგი მიმართულებით:

მედიკობიოლოგიური მიმართულებით:

  • პროფესორი - 5 ვაკანსია;
  • ასოცირებული პროფესორი - 6 ვაკანსია (აკადემიური ნიშნით);
  • ასისტენტ-პროფესორი - 3 ვაკანსია (აკადემიური ან პროფესიული ნიშნით).


კლინიკური  მიმართულებით:

  • პროფესორი - 10 ვაკანსია;
  • ასოცირებული პროფესორი - 4 ვაკანსია (აკადემიური ნიშნით);
  • ასისტენტ-პროფესორი - 4 ვაკანსია (აკადემიური ან პროფესიული ნიშნით).


კვლევისა და ჯანდაცვის მიმართულებით:

ასისტენტ-პროფესორი - 3 ვაკანსია (აკადემიური ნიშნით).

პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე: 

  • დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  • არანაკლებ 6 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება  უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში;
  • ბოლო 9 წელი კლინიკური საქმიანობის გამოცდილება (კლინიკური დისციპლინებისთვის);
  • შესაბამისი სასწავლო კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციების ავტორობა/თანაავტორობა;
  • აკადემიური საქმიანობის ხედვა;
  • საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სასწავლო კურსის სილაბუს(ებ)ის წარმოდგენა;
  • საექიმო საქმიანობის შესაბამისი/მომიჯნავე სპეციალობის სახელმწიფო სერტიფიკატი. (კლინიკური დისციპლინებისთვის)
  • ინგლისური ენის სასწავლო კურსის განხორციელებისთვის შესაბამის (მინიმუმ B2) დონეზე ცოდნა.

ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე:

აკადემიური ნიშნით:

  • დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  • არანაკლებ 3 წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება  უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში
  • ბოლო 5 წელი კლინიკური საქმიანობის გამოცდილება. (კლინიკური დისციპლინებისთვის)
  • შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;
  • აკადემიური საქმიანობის ხედვა;
  • საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სასწავლო კურსის სილაბუს(ებ)ის წარმოდგენა;
  • საექიმო საქმიანობის შესაბამისი/მომიჯნავე სპეციალობის სახელმწიფო სერტიფიკატი.  (კლინიკური დისციპლინებისთვის)
  • ინგლისური ენის სასწავლო კურსის განხორციელებისთვის შესაბამის (მინიმუმ B2) დონეზე ცოდნა.

ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე:

აკადემიური ნიშნით:

  • დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  • შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;
  • აკადემიური საქმიანობის ხედვა;
  • საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სასწავლო კურსის სილაბუს(ებ)ის წარმოდგენა;
  • ბოლო 3 წელი კლინიკური გამოცდილება; (კლინიკური დისციპლინებისთვის)
  • საექიმო საქმიანობის შესაბამისი/მომიჯნავე პეციალობის სახელმწიფო სერტიფიკატი (კლინიკური დისციპლინებისთვის)
  • ინგლისური ენის სასწავლო კურსის განხორციელებისთვის შესაბამის (მინიმუმ B2) დონეზე ცოდნა.

პროფესიული ნიშნით:

  • მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  • არანაკლებ 3 წლის მუშაობის გამოცდილება შესაბამის დარგში, რაც დაკავშირებულია მედიცინის და/ან მომიჯნავე სფეროში პრაქტიკულ მოღვაწეობათან; 
  • ბოლო 5  წელი კლინიკური გამოცდილება; (კლინიკური დისციპლინებისთვის)
  • საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისი სასწავლო კურსის სილაბუს(ებ)ის წარმოდგენა;
  • შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები.
  • აკადემიური საქმიანობის ხედვა;
  • საექიმო საქმიანობის შესაბამისი/მომიჯნავე პეციალობის სახელმწიფო სერტიფიკატი. (კლინიკური დისციპლინებისთვის)
  • ინგლისურ ენის სასწავლო კურსის განხორციელებისთვის შესაბამის (მინიმუმ B2) დონეზე ცოდნა.


თუ კონკრეტულ აკადემიურ თანამდებობაზე ძირითადი საკონკურსო კრიტერიუმებით შერჩეულ კონკურსანტთა რაოდენობა გადააჭარბებს საკონკურსო ვაკანსიების რაოდენობას, გამარჯვებულთა შესარჩევად გამოყენებული იქნება შემდეგი
დამატებითი კრიტერიუმები:

  • შესაბამის სფეროში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება; 
  • სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა, სამეცნიერო სტიპენდიები და გრანტები;  
  • პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა; 
  • საზღვარგარეთის უნივერსიტეტებში სწავლა/სწავლების გამოცდილება;
  • საერთაშორისო ორგანიზაციის სტრუქტურებში/პროექტებში საქმიანობის გამოცდილება.

საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • განცხადება კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დადგენილი ფორმის შესაბამისად  აკადემიური თანამდებობისა და მიმართულების მითითებით (იხ. დანართი);
  • კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმით (იხ. დანართი);
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • მიღებული განათლების/აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი ყველა დოკუმენტის ასლი (უცხოეთში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის ან/და შესაბამისი მიმართულებით პროფესიული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები (ცნობა, შრომის წიგნაკის ასლი და სხვა);
  • აკადემიური საქმიანობის ხედვა (სწავლება, კვლევა, საზოგადოებრივი აქტივობა);
  • შესაბამისი პროგრამის შემადგენელი/შეთავაზებული სასწავლო კურსის სილაბუსები;
  • შესაბამისი სპეციალობის სერტიფიკატი (კლინიკური დისციპლინებისთვის);
  • ძირითად და დამატებით კრიტერიუმებთან შესაბამისობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტაცია (არსებობის შემთხვევაში);
  • ცნობა „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლეობის შესახებ“ და ცნობა „უფლების ჩამორთმევის შესახებ“ (საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმება/საქმიანობა ეკრძალება სქესობრივი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევ პირს ან/და სასამართლოს მიერ საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლებაჩამორთმეულ პირს).
  • ინგლისური ენის კომპეტენციის დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც შეიძლება დადასტურდეს  ქვემოთ მოყვანილი ერთ-ერთი კრიტერიუმით
  • ინგლისურენოვანი პროგრამით სწავლების, სულმცირე, 3 წლის გამოცდილება
  • საზღვარგარეთ მოქმედ კლინიკაში ინგლისურ ენაზე საექიმო საქმიანობის განხორციელება არანაკლებ 1 წლის განმავლობაში;
  • საზღვარგარეთ მოქმედ კვლევით დაწესებულებაში ბიომედიცინის მიმართულებით სასწავლო/კვლევითი საქმიანობის ინგლისურ ენაზე განხორციელება არანაკლებ 1 წლის განმავლობაში;
  • ინგლისურენოვანი დიპლომამდელი ან დიპლომისშემდგომი პროგრამის დასრულება, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტით;
  • ინგლისური ენის, სულ მცირე, B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატით (IELTS, TOEFL, Cambridge English, UNIcert, EnglishScore და სხვ.).

საკონკურსო დოკუმენტების მიღება განხორციელდება ელექტრონული ფორმით სეუ-ს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected]  - სათაურის ველში (subject) უნდა მიუთითოთ შესაბამისი მიმართულება და აკადემიური თანამდებობა. ასევე, შესაძლებელია დოკუმენტაციის მატერიალური ფორმით წარდგენა სეუ-ში, მისამართზე: ქ. თბილისი, წინანდლის ქ. №9, მე-7 სართული, ოთახი №702. საკონტაქტო ტელ.: 032 2 90 00 00 – 21 (შიდა)

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ იტოვებს უფლებას გადაამოწმოს კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია.

კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი საკონკურსო დოკუმენტები “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცადეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. კონკურსანტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ მისი პერსონალური მონაცემები უნივერსიტეტის (სეუ) მხრიდან დამუშავდება შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.

აკადემიური თანამდებობის დასაკავებელ კონკურსში მონაწილეობის მიღებისას, კონკურსანტის მიერ სეუ-სთან აფილირებაზე წინასწარ გაცხადებული თანხმობა, საკონკურსო კომისიის მიერ, თანაბარი მონაცემების მქონე კანდიდატთა შერჩევისას, შესაძლოა მიჩნეული იქნას კონკურსანტებს შორის უპირატესობის მინიჭების საფუძველად და არ უნდა იქნას აღქმული რაიმე სახის დისკრიმინაციად. ამავდროულად, წინასწარი თანხმობა აფილირების შესახებ არ ნიშნავს აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის გარანტიას.

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად:

  • წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით კონკურსანტთა შერჩევა (კონკურსანტების დაუსწრებლად);
  • შერჩეული კონკურსანტების საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება (გასაუბრების გრაფიკი/დრო გეცნობებათ პირადად).

კონკურსის ვადები:

  • საკონკურსო დოკუმენტების მიღება: 2023 წლის 18 ოქტომბრიდან 27 ოქტომბრის ჩათვლით;
  • კონკურსის პირველი ეტაპი/საბუთების გადარჩევა: 2023 წლის 13-14 ნოემბერი;
  • კონკურსის მეორე ეტაპი/გასაუბრება: 2023 წლის 16-17 ნოემბერი;
  • კონკურსის პირველადი შედეგების გამოქვეყნება: 2023 წლის 20 ნოემბერი;
  • აპელაციების/საჩივრების მიღება: 2023 წლის 21 ნოემბერი;
  • აპელაციების/საჩივრების განხილვა: 2023 წლის 22 ნოემბერი;
  • კონკურსის საბოლოო შედეგების გამოქვეყნება: 2023 წლის 24 ნოემბერი.

კონკურსის შედეგები გამოქვეყნდება საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს ოფიციალურ ვებგვერდზე: www.seu.edu.ge

გისურვებთ წარმატებებს!

დანართები:

კონკურსანტის განცხადებაკონკურსანტის ანკეტა

შესაბამისი რეგულაციების გასაცნობად იხილეთ: https://www.seu.edu.ge/ka/554/

Message body empty