სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

საჯარო ლექცია - სხვადასხვა ტიპის ფონდები, ფინანსური ოპერაციები და აქტივების მართვა

საჯარო ლექცია - სხვადასხვა ტიპის ფონდები, ფინანსური ოპერაციები და აქტივების მართვა

24 მარტს სეუში, კომპანია ბლუმბერგის (ლონდონი) აქტივების მართვის და ალტერნატიული საინვესტიციო სტრატეგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ელანა კინმა სეუს სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია ჩაატარა თემაზე: "სხვადასხვა ტიპის ფონდები, ფინანსური ოპერაციები და აქტივების მართვა".

ელენა კინი საფინანსო ექსპერტია რომელსაც 15 წელზე მეტი ხნის გამოცდილება აქვს ფინანსური მომსახურების სფეროში. ამ ხნის მანძილზე მან შესძლო წარმატებული კარიერა შეექმნა დიდ ბრიტანეთში  და დღეს მსოფლიოს ერთერთ უმსხვილეს საფინანსო კომპანიაში წამყვან პოზიციას იკავებს. ელენა კონსულტაციას უწევს კომპანიებს საინვესტიციო სტრატეგიების შემუშავებაში  და აქტივების მართვაში. ის გახლავთ რისკების ანალიზის ექსპერტი.

ლექციაზე განიხილეს თუ როგორ მუშაობს ევროპის საფონდო ბირჟა, სტუდენტებმა შეიტყვეს  თუ რა განსხვავებაა ღია საინვესტიციო კომპანიებს (OEIC), ETF- ს, ჰედჯ-ფონდებს, საინვესტიციო ტრასტებს შორის, რამდენად დამოკიდებულია ინვესტიციები ვადებზე და რისკების ანალიზზე და სხვ.

Message body empty