არ მსურს გამოწერა

ჩარიცხვა

სტუდენტის სტატუსი

სტუდენტის სტატუსის შეჩერებად განიხილება სეუ-სა და სტუდენტის უფლება-მოვალეობების შესრულებისგან განთავისუფლება სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის გარეშე.

სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძველია:

  • სტუდენტის პირადი განცხადება;
  • აკადემიური შვებულება; 
  • ადმინისტრაციული რეგისტრაციის გაუვლელობა (ფინანსური დავალიანება);
  • ავადმყოფობა;
  • უცხო ქვეყანაში, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა;

სტუდენტის სტატუსის შეჩერების მაქსიმალური ვადაა 5 წელი. შეჩერებიდან 5 წლის შემდეგ პირს უწყდება სტუდენტის სტატუსი

სტუდენტის სტატუსის შეჩერების განაცხადს სტუდენტი აფიქსირებს ელექტრონულად, სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემის პირადი გვერდის საშუალებით

-

სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველია:

  • სტუდენტის პირადი განცხადება;
  • შესაბამისი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულება; 
  • სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მობილობის წესით გადასვლა;
  • სტუდენტის სტატუსის შეჩერებიდან 5 წლის გასვლა. 
  • სეუ-ს სტუდენტური ეთიკის კოდექსის პირობების ან/და უნივერსიტეტის შინაგანაწესის უხეში/სისტემური დარღვევა

სტუდენტს სტატუსი უწყდება უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით, რომელიც ეცნობება სტუდენტს. იმ შემთხვევაში, თუ სტატუსის შეწყვეტის საკითხი გამოწვეულია სეუ-ს სტუდენტური ეთიკის კოდექსის პირობების ან/და უნივერსიტეტის შინაგანაწესის უხეში/სისტემური დარღვევით, სტუდენტი უფლებამოსილია მიიღოს მონაწილეობა აღნიშნული საკითხის განხილვაში, დააფიქსიროს თავისი მოსაზრება ზეპირად ან წერილობით, წარმოუდგინოს უნივერსიტეტს დამატებითი დოკუმენტაცია/ინფორმაცია, ისარგებლოს დაცვისა და დუმილის უფლებებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

გადაწყვეტილება და ბრძანება სტუდენტისთვის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე ეცნობება სტუდენტს. სტუდენტისთვის სტატუსის შეწყვეტის ბრძანების სტუდენტისთვის გაცნობის/გადაცემის შემდეგ, წყდება ყველა სახის სამართალურთიერთობა უნივერსიტეტსა და სტატუსშეწყვეტილს შორის.

სტუდენტი უფლებამოსილია გაასაჩივროს მიღებული გადაწყვეტილება სასამართლოში მიმართვის გზით, საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული წესითა და ვადებში.


სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის სამართლებრივი საფუძველი დგება შესაბამისი ბრძანების გამოცემიდან 12 თვის შემდეგ. ამ ვადაში სტუდენტი უფლებამოსილია აღიდგინოს სტუდენტის სტატუსი სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში მობილობის გზით.

12 თვის შემდეგ, სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შემთხვევაში, მისი ხელახლა მოპოვება დასაშვებია მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხელახალი ჩარიცხვის შემდეგ;

სტუდენტის სტატუსის აღდგენა 

სტატუსშეჩერებული სტუდენტისთვის  სტატუსის აღდგენა შესაძლებელია სტუდენტის პირადი განცხადების საფუძველზე სტატუსის შეჩერებიდან 5 წლის განმავლობაში, ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლის გზით;

სტატუსის აღდგენისთვის სტუდენტი ვალდებულია უნივერსიტეტს წარუდგინოს ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს, რომ აღმოფხვრილია მისთვის სტატუსის შეჩერების გარემოებები და დააფიქსიროს ელექტრონული განაცხადი სტატუსის აღდგენის თაობაზე სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემის ინდივიდუალურ გვერდზე.

სტუდენტის სტატუსის აღდგენის შემთხვევაში, სემესტრი განისაზღვრება მოქმედ პროგრამასთან შესაბამისობის დადგენის (სწავლის პერიოდში მიღებული განათლების აღიარების წესის მიხედვით) გზით.