არ მსურს გამოწერა

დეკანი

ფაკულტეტს ხელმძღვანელობს  დეკანი, რომელიც:

  • არის უნივერსიტეტის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის – ფაკულტეტის/სკოლის - ხელმძღვანელი;
  • წარმოადგენს ფაკულტეტს მესამე პირებთან ურთიერთობაში, პასუხისმგებელია ფაკულტეტზე მიმდინარე საგანმანათლებლო საქმიანობის კოორდინირებასა და ფაკულტეტის ფარგლებში წარმოშობილი ადმინისტრაციული საკითხების გადაწყვეტაზე;
  • წარმოადგენს ფაკულტეტსა და მის აკადემიურ პერსონალს უნივერსიტეტში და მის ფარგლებს გარეთ შეხვედრებზე;
  • ზრუნავს ფაკულტეტის პრესტიჟზე, მის პრეზენტირებასა და სტუდენტებისა და აკადემიური კორპუსის მოზიდვაზე;
  • უზრუნველყოფს ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება- განხორციელებაში პროგრამის ხელმძღვანელთა და აკადემიური და მოწვეული პერსონალის მუშაობის კოორდინაციას;
  • უზრუნველყოფს ფაკულტეტის თანამშრომლების (ადმინისტრაციული, აკადემიური და მოწვეული პერსონალის) ინფორმირებას ფაკულტეტზე მიმდინარე პროცესების შესახებ, უნივერსიტეტის გადაწყვეტილებებისა და პროექტების ფაკულტეტის აკადემიურ კორპუსამდე დაყვანას;
  • მართავს შეხვედრებს სტუდენტებთან, შემუშავებული გრაფიკის შესაბამისად;
  • თავისი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოსა და რექტორის გადაწყვეტილებების შესრულებაზე;
  • პასუხისმგებელია ფაკულტეტზე სასწავლო-სამეცნიერო საქმიანობის ეფექტიანად მიმდინარეობაზე;
  • მონაწილეობს უნივერსიტეტის აკადემიური კალენდარის, ფაკულტეტის სასწავლო გეგმის, პროფესორ-მასწავლებელთა აკადემიური დატვირთვების, სასწავლო მეცადინეობის განრიგის შედგენაში, უზრუნველყოფს ამ მიზნით პროგრამის ხელმძღვანელთა მუშაობის კოორდინირებას;
  • მონიტორინგს უწევს  გამოცდების შედეგების მითითებულ ვადებში მონაცემთა ბაზაში განთავსებას;
  • ორგანიზებას უწევს სტუდენტების პრაქტიკის გავლას და პრაქტიკული გამოცდილების აღიარებას, პროგრამის ხელმძღვანელებთან შეთანხმებით;
  • ორგანიზებას უწევს სტუდენტების სამეცნიერო (საბაკალავრო და სამაგისტრო) ნაშრომების  თემატიკის შეთანხმებას და კვლევით ნაშრომზე მუშაობის პროცესის ადმინისტრირებას;
  • ადგენს აკადემიური პერსონალის და პროგრამის ხელმძღვანელთა საკონსულტაციო გრაფიკს და წარუდგენს სასწავლო პროცესის მართვის სამსახურს;
  • უზრუნველყოფს საფაკულტეტო კომისიების (საკონკურსო, კვალიფიკაციის მინიჭების, საბაკალავრო/სამაგისტრო ნაშრომებისა და პრაქტიკის დაცვის) შექმნას და ხელმძღვანელობს კომისიების მუშაობას;
  • ფაკულტეტის საჭიროებიდან გამომდინარე ქმნის დროებით კომისიებს/სამუშაო ჯგუფებს;
  • წარადგენს პერიოდულ ანგარიშებს ფაკულტეტის აკადემიური კორპუსის მიერ უნივერსიტეტის აკადემიური კალენდარის და სასწავლო რეგულაციების შესრულების თაობაზე;
  • ორგანიზებას უწევს საგრანტო კონკურსებში ფაკულტეტის პერსონალის მონაწილეობას/ჩართულობას;
  • ქმნის კომისიებს სამეცნიერო (საკონფერენციო, საგრანტო) აქტივობის შეფასებისთვის;
  • ზრუნავს სამეცნიერო-კვლევითი პროექტებისთვის დაფინანსების წყაროების მოზიდვაზე, უნივერსიტეტიდან თუ გარეშე დონორებიდან;
  • აკადემიურ საბჭოს განსახილველად წარუდგენს ფაკულტეტის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს;
  • უნივერსიტეტს წარუდგენს წინადადებებს საგანმანათლებლო პროგრამების მოდიფიცირების თაობაზე;
  • შეიმუშავებს და აკადემიურ საბჭოს წარუდგენს წინადადებებს ცალკეულ საგანმანათლებლო და სამეცნიერო კვლევით დაწესებულებებთან თანამშრომლობის შესახებ;
  • შეიმუშავებს ფაკულტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალის პროფესიული განვითარების გეგმას;
  • უზრუნველყოფს ფაკულტეტის ფარგლებში აკადემიური საქმიანობის მონიტორინგს;
  • მონაწილეობას იღებს ფაკულტეტზე მიმდინარე სასწავლო პროცესისა და ფაკულტეტის აკადემიური კორპუსის სასწავლო და კვლევითი მუშაობის შეფასებაში;
  • შესაბამის უფლებამოსილ პირთან აყენებს საკითხს ფაკულტეტის ფარგლებში დასაქმებული აკადემიური და მოწვეული პერსონალის კვალიფიკაციის დაკავებულ თანამდებობასთან შეუსაბამობის, დისციპლინარული დარღვევისა და/ან პროფესიული ეთიკის დარღვევის საფუძვლით დისციპლინარული წარმოების დაწყების შესახებ;
  • მონაწილეობს აკადემიური პერსონალის დისციპლინარულ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებაში დისციპლინარული კომისიის წევრის სახით;
  • მონაწილეობას იღებს ფაკულტეტისა და უნივერსიტეტის სტრატეგიული გეგმის შესრულების შეფასებაში;
  • ახორციელებს უნივერსიტეტისა და საგანმანათლებლო პროგრამის ყოველწლიურ თვითშეფასებას, წინამდებარე მუხლით განსაზღვრული კომპეტენციის შესაბამისად.

დეკანის დანიშვნის წესი

დეკანად შეიძლება დაინიშნოს უნივერსიტეტის პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი.

ფაკულტეტის დეკანის თანამდებობრივი შეუთავსებლობა

ფაკულტეტის დეკანს ამავდროულად არ შეიძლება ეკავოს აკადემიური საბჭოს წევრისა ან პროგრამის ხელმძღვანელის თანამდებობა, ან უნივერსიტეტში სხვა ადმინისტრაციული თანამდებობა.