სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

სტუდენტური კონფერენციები

ნაშრომის შესრულების წესი

სტუდენტურ კონფერენციაზე წარსადგენი ნაშრომის შესრულების წესი:

  • აღნიშნული სტანდარტით სრულდება საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU-ს სტუდენტურ კონფერენციაზე წარმოდგენილი ნაშრომები.
  • კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს ნაშრომი და აბსტრაქტი ცალკე ფაილის სახით (ნაშრომი, აბსტრაქტი ორ ენაზე).

ნაშრომი უნდა მოიცავდეს შემდეგ ნაწილებს:

  • ავტორის (ავტორების) სახელი, გვარი, უნივერსიტეტი, პროგრამა/სპეციალობა;
  • აბსტრაქტი, რომელიც მოიცავს მოკლე ინფორმაციას სტატიის შინაარსის შესახებ; (ქართულ და ინგლისურ ენაზე)
  • შესავალი, რომელიც მოიცავს ნაშრომის აქტუალობას;
  • მთავარი ტექსტი მოიცავს კვლევის მეთოდოლოგიას, ნაშრომის შინაარსსა და შუალედურ შედეგებს;
  • დასკვნითი ნაწილი, რომელიც მოიცავს დასკვნებს, მიგნებებს, შესაძლო რეკომენდაციებსა  და სამომავლო პერსპექტივებს.
  • ბიბლიოგრაფია (გამოყენებული ლიტერატურა).

ნაშრომის წარმოდგენის წესი:

  • სტუდენტთა ნაშრომები მიიღება ქართულ ან ინგლისურ ენებზე;

აბსტრაქტის შესრულების წესი: 

  • აბსტრაქტის მოცულობა 100-300 სიტყვა.
  • აბსტრაქტი შესრულებული უნდა იყოს ორ ენაზე: ქართული და ინგლისური.
  • საკვანძო სიტყვები მოყვანილი უნდა იყოს ქართულ და ინგლისურ ენებზე;
  • ნაშრომის მოცულობა: მინიმუმ 6 და მაქსიმუმ 11 გვერდი;
  • ნაშრომთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს ინფორმაცია ნაშრომის ხელმძღვანელის შესახებ.

ნაშრომის  და აბსტრაქტის გაფორმების წესი:

  • ნაშრომი გაფორმებული უნდა იყოს უნივერსიტეტის მიერ დამტკიცებული სტანდარტის მიხედვით;
  • შრიფტი - Sylfaen;
  • შრიფტის ზომა: -11;
  • ნაშრომის შემადგენელი ნაწილების სათაურები უნდა გაფორმდეს გამუქებული ტექსტით (BOLD);
  • ციტირება უნდა განხორციელდეს უნივერსიტეტის მიერ დამტკიცებული აკადემიური სტილის დაცვით;
  • სტრიქონებს შორის ინტერვალი 1,5;
  • გვერდის საზღვრები - 2,5 ყველა მხრიდან;
  • ნახაზები, გრაფიკები, სქემები და ა.შ. - ფორმატში TIFF 300 dpi; 600 dpi;
  • ნაშრომის შესრულებისთვის იხ: შაბლონი

ნაშრომების წარდგენა უნდა მოხდეს შემდეგ მისამართზე: [email protected]

შაბლონი (ინგლისური/ქართული)აკადემიური სტილი

Message body empty