English
EN GE

SEU სამაგისტრო სტიპენდია, არის სეუ-ს მაგისტრანტების წამახალისებელი ფინანსური შეღავათი, რომელიც გამოიყენება სეუ-ს სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის საფასურის თანადაფინანსებისთვის, და რომლის ოდენობაც განისაზღვრება სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის პერიოდში სტუდენტის წინა სემესტრის აკადემიური მოსწრების მაჩვენებლიდან გამომდინარე.

SEU-ს სამაგისტრო მიღების პირობაა სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის პერიოდში არანეკლებ 81 ქულის მოგროვება თითოეულ საგანში

SEU-ს კურსდამთავრებულის სტიპენდიის გამოყენების შემთხვევაში, ყველა სამაგისტრო პროგრამის სწავლის წლიური საფასური ხდება 1700 ლარი,

მიღებული სტიპენდია აკლდება სტუდენტის სწავლის საფასურს, სტუდენტი არ არის უფლებამოსილი მოითხოვოს კუთვნილი თანადაფინანსების ფულადი ეკვივალენტის მიღება.

SEU-ს სამაგისტრო სტიპენდიის მიღების უფლებით სტუდენტი ვერ ისარგებლებს:

  • შუალედური ან დასკვნითი გამოცდის გაცდენის/გადაბარების შემთხვევაში
  • უნივერსიტეტის მიერ დადგენილი აკადემიური პატიოსნების ნორმების დარღვევის შემთხვევაში
  • დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შემთხვევაში
  • დამატებით საგანმანათლებლო მომსახურებით სარგებლობის შემთხვევაში
  • სწავლის საფასურის გადახდის ინდივიდუალურ გრაფიკზე შეთანხმების შემთხვევაში