English
EN GE

ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი „SEU GEORGIA“

შეიქმნა უნივერსიტეტის რექტორის ბატონი გია კავთელიშვილის თაოსნობით 2011 წლის აპრილში. ანსამბლი დაკომპლექტდა უნივერსიტეტის სტუდენტებით, ყოფილი სტუდენტებით და თანამშრომლებით, პროფესიონალი მოცეკვავეებითა და მომღერლებით. „სეუ“-ს მომღერლების გუნდს ნუგზარ კუცრხალია, მოცეკვავეებს კი ზაალ ჭუმბურიძე და კახა დგებუაძე ხელმძღვანელობს.

ჩამოყალიბებიდან სულ რაღაც 8 თვეში ანსამბლი სოლო კონცერტით წარსდგა თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში და ქართველ მაყურებლებს შესთავაზა ახალი შოუ პროგრამა „99 წუთი საქართველოში“. შოუში წარმოდგენილი იყო მდიდარი ქორეოგრაფია და ქართულ ხმათა მრავალფეროვნება, მათ შორის აღსანიშნავია ექსკლუზიური ცეკვა „ერისეული“. ცეკვა გამოირჩევა, ქართული სულით, დიდი ტემპერამენტითა და სისწრაფით.

2011 წელს „სეუ“-ში ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლისათვის მომზადდა სპეციალური მატერიალურ-ტექნიკურიბაზა, რომელიც მსოფლიოში ცნობილი პროდიუსერების ლაშა ონიანისა და პასკალ ჯორდანის თქმით, სარეპეტიციო ინფრასტრუქტურით საუკეთესოა საქართველოში.