EN GE

სეუ-ს თეატრალური დასი შეიქმნა 2010 წლის 1 დეკემბერს, სეუ-ს სტუდენტების ინიციატივით. დასი დაკომპლექტებულია სეუ-სსტუდენტებით, რომლებიც გვევლინებიან მსახიობებად, მოცეკვავეებად, მომღერლებადდა სხვა ხელოვნების დარგების დამწყებ მოყვარულებად.

სეუ-ს თეატრალური დასი პირველად წარსდგა მაყურებლის წინაშე 2010 წლის 27 დეკემბერს სპექტაკლით “საშობაო ზღაპარი”. დებიუტიდან რამოდენიმე თვეში, მაყურებლის წინაშე წარდგა ისეთი სერიოზული პიესით, როგორიცაა უილიამ შექსპირის “რომეო დაჯულიეტა” ანუ “R+J”. აღნიშნული სპექტაკლი 2013 წელს დასმა გაიტანა ერთ-ერთ საერთაშორისო სტუდენტურ ფესტივალზე, სადაც ნომინირებული იქნა სეუ-ს 3 სტუდენტი, საუკეთესო როლების შესრულებისთვის.

2011 წლის ბოლოს წარმოადგინა სპექტაკლი“უცნობი ქალის წერილი” შტეფან ცვაიგის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით.

მოგვიანებით დასმა უფრო სერიოზული ნაბიჯი გადადგა კარიერულ წინსვლაში დამაყურებელს წარუდგინა, სეუ-ს სტუდენტებისმიერ შექმნილი პიესა “ფერადი მისტერიები”, რომელიც დღემდე ითვლება სტუდენტებისმიერ შესრულებულ ყველაზე ძლიერ ნამუშევრად, როგორც მუსიკალური სპექტაკლი. სეუ-ს თეატრალური დასი აქტიურადაა ჩართული სტუდენტურ ცხოვრებაში და ყოველთვის მოწინავე ადგილებს იკავებს სტუდენტურ ფესტივალებსა თუ სტუდენტურ დღეებზე. ასევე არის ერთ-ერთი ქველმოქმედი დასი საქართველოში.

2015 წლის გაზაფხულზე სეუ-ს თეატრალურმა დასმა დადგა ახალი სპექტაკლი „ანა ფრანკის დღიური“, რომელიც გაიტანა სტუდენტურ ფესტივალზე და როგორც ერთ-ერთი გამარჯვებული გაემგზავრა თურქეთში ახალგაზრდულ თეატრალურ ფესტივალზე.

2015 წლის შემოდგიმიდან სტუდენტების სიმრავლისა და მოთხოვნის გამო სეუ-სთეატრალური დასი გაიყო ორ ნაწილად. ამათგან ერთი ჯგუფი შეუერთდა SEU Art Projects, ხოლო მეორე ჯგუფი დარჩადამოუკიდებელ დასად.
2016 წლის იანვრიდან ჯგუფმა დაიწყო სამ სპექტალზე მუშაობა და სამივე მზადდება საგასტროლოდ უცხოეთში. კერძოდ თურქეთში, ჩეხეთში და ბულგარეთში.

სეუ-ს თეატრალური დასი აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს უნივერსიტეტებში მოქმედ დასებთან დასამომავლოდ გეგმავს გრანდიოზულითეატრალური ფესტივალის ჩატარებას.

ხელმძღვანელი: გიორგი სეთურიძე