არ მსურს გამოწერა

SEU სპორტი

ფეხბურთი

სტუდენტების ბაზაზე შექმნილია საფეხბურთო გუნდი – "SEU".

2017-2018 წლის სეზონის შემაჯამება

2017-2018 წლის სეზონში სეუ-ს გუნდმა ერთდროულად სამ ტურნირში იმარჯვა, გუნდი თბილისის უმაღლესი ლიგის მოქმედი ჩემპიონი იყო, მან შეძლო ტიტულის დაცვა და წელსაც მოიპოვა თბილისის უმაღლესი ლიგის ჩემპიონობა.
უმაღლეს ლიგაში 12 გუნდი მონაწილეობდა, ჩემპიონატი 2 წრედ ჩატარდა და 22 ჩატარებული მატჩიდან სეუ-ს გუნდმა 19 მოიგო და უახლოეს მდევარს 10 ქულით გაასწრო...

სეუ-ს გუნდმა ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურით ადრე გაინაღდა ჩემპიონობა. გუნდმა ასევე მოიგო თბილისის მერიის თასი სადაც ფინალურ შეხვედრაში პენალტების სერიით დაამარცხა „თ.ს. სასამართლოს“ გუნდი.

ვინაიდან სეუ-ს გუნდმა უმაღლესი ლიგაც მოიგო და მერიის თასიც, სუპერთასის ფინალშიც მერიის თასის ფინალისტ „ თ.ს. სასამართლოს“ დაუპირისპირდა და დამაჯერებლად 6-1 იმარჯვა. პ.ს სუპერთასზე უმაღლესი ლიგისა და მერიის თასის გამარჯვებულები ხვდებიან, თუ ორივე შემთხვევაში გამარჯვებას ერთიდაიგივე გუნდი მოიპოვებს, მისი მოწინააღმდეგე მერიის თასის ფინალისტი ხდება, რადგან ორივე აღნიშნული ტურნირი სეუ-ს გუნდმა მოიგო, სუპერთასის ფინალში თასის ფინალისტ „თ.ს. სასამართლოს“ შეხვდა.

სეუ-ს გუნდი მოყვარულთა ლიგას უკვე 3 წელია თამაშობს, ამ დროის განმავლობაში მათი მონაგარია: 2016 წელი: რეგიონალური თასი, სადაც 54 მუნიციპალიტეტის 250-მდე გუნდი იღებდა მონაწილეობას; 2017 წელი: თბილისის უმაღლესი ლიგა; 2018 წელი: თბილისის უმაღლესი ლიგა, მერიის თასი და სუპერ თასი.

"SEU" ყველა საუნივერსიტეტო საფეხბურთო შეჯიბრის ჩემპიონია.

  • მოყვარულთა თასის გამარჯვებული  ( სადაც  მონაწილეობდა 250 ზე მეტი გუნდი ) 2016 წელი. 
  • ფუბუს თასი  ( 2 გზის გამარჯვებული- 2010, 2013 წელი )
  • უტას თასის გამარჯვებული  - 2014
  • "Lisi Cup"  ჩემპიონი  - 2014 წელი
  • საერთაშორისო ჩემპიონატი თურქეთში პირველი ადგილი- 2012 წელი
  • "Street Soccer  Georgia" 4 გზის გამარჯვებული (2 ჯერ უნივერსიადის და 2 ჯერ თბილისის ჩემპიონატი)
  • სამგზის უნივერსიადის გამარჯვებული  - 2010, 2011, 2015 წელი
  • ქვიშის ფეხბურთი გამარჯვებული  - 2009 წელი
  • მერიის თასის 3 გზის გამარჯვებული - 2009,  2015,  2016 წელი
  • ბიზნეს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული  - 2009 წელი
  • ბენდელას თასის სამგზის გამარჯვებული 

SEU სპორტი