English
EN GE

სწავლის შედეგები

ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სასწავლო კომპონენტების (საუნივერისტეტო, სპეციალობის სავალდებულო და არჩევითი, კონცენტრაციის სავალდებულო და არჩევითი სასწავლო კურსების) შინაარსი, სწავლის და სწავლების მეთოდებისა და კრედიტების მოცულობის გათვალისწინებით, უზრუნველყოფს ამ კომპონენტით დასახული სწავლის შედეგების მიღწევას და მათი ერთობლიობა უზრუნველყოფს პროგრამით სწავლის შედეგების მიღწევას უმაღლესი განათლების კვალიფიკაციათა ჩარჩოს ბაკალავრიატის საფეხურის აღმწერის სათანადო დონით. პროგრამის სწავლის შედეგები ასევე უზრუნველყოფს კურსდამთავრებულთა კონკურენტუნარიანობას განათლების შემდგომ საფეხურზე-მაგისტარტურაში და დასაქმების ბაზარზე.

ცოდნა და გაცნობიერება

ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულს აქვს ფსიქოლგიის სფეროს ცალკეული ინსტიტუტის თეორიული და პრაქტიკული საკითხების გარშემო ფართო ცოდნა, რომელიც მოიცავს თეორიებისა და პრინციპების კრიტიკულ გააზრებას და ამ დარგის/სფეროს კომპლექსური საკითხების გაცნობიერებას, კერძოდ:

  • აქვს ცოდნა ფსიქოლოგიის, როგორც მეცნიერების შესახებ;
  • შეუძლია ფსიქოლოგიის მეცნიერების საგნისა და ამოცანების დახასიათება;
  • აქვს ცოდნა ფსიქოლოგიის ძირითადი დარგების, მათ შორის, სოციალური, განვითარების, პიროვნების, კლინიკური და განწყობის ფსიქოლოგიის შესახებ;
  • გააზრებული აქვს ფსიქოლოგიის ძირითადი ცნებები, თეორიები, ფსიქოდინამიკური, ბიჰევიორისტული, ეგზისტენციალური და ჰუმანისტური მიდგომების სახით;
  • გარკვეული აქვს ემპირიული კვლევის ძირითადი მეთოდოლოგიებისა და მეთოდების ფსიქოლოგიაში გამოყენების სპეციფიკა (პოზიტივისტური და სტრუქტურალისტური პარადიგმების, ექსპერიმენტული, კორელაციური და შემთხვევის შესწავლის მეთოდების სახით);
  • აქვს ცოდნა ფსიქოლოგიის აქტუალური საკითხებისა და თემების შესახებ, როგორიცაა, მაგალითად, სტრესი, აგრესიულობა;
  • გაცნობიერებული აქვს ფსიქოლოგიის როლი სოციალური აქტივობის პროცესში; ფსიქოლოგიის მეცნიერების ადგილი სოციალურ მეცნიერებათა რიგში და მისი კავშირი სხვა დარგებთან: მედიცინა, ფილოსოფია, პედაგოგიკა.

ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი

კურსდამთავრებულს შეუძლია ფსიქოლოგიის სფეროსთვის დამახასიათებელი და ასევე სოციალურ მეცნიერებათა სფეროს ზოგიერთი გამორჩეული (სოციოლოგიური, მონაცემთა ანალიზის) მეთოდოლოგიის გამოყენება პრობლემების გადასაჭრელად; კვლევითი ან პრაქტიკული ხასიათის პროექტის განხორციელება წინასწარ განსაზღვრული მითითებების შესაბამისად, რაც აისახება შემდეგ კომპეტენციებში:
კურსდამთავრებულს შეუძლია:

  • ხელმძღვანელის მითითებების შესატყვისად ემპირიული კვლევისათვის ფსიქოლოგიაში გამოყენებული მეთოდებით, მაგალითად კითხვარით, კონტენტ-ანალიზის გამოყენებით მუშაობა;
  • ფსიქოლოგიური და სოციალურ მეცნიერებათა სფეროს მეთოდოლოგიის გამოყენებით, შეუძლია ფსიქოლოგიური კვლევის დაგეგმვა, მონაცემების შეგროვება და ანალიზი, პიროვნების ქცევის დეტერმინანტებზე დაკვირვება შესაბამისი ქცევის კვლევა და საკორექციო ღონისძიებების გატარება წინასწარ განსაზღვრული მითითებების შესაბამისად.
  • კონკრეტული ფსიქოლოგიური პატერნის იდენტიფიკაცია, ფსიქიკურ პროცესთა დიაგნოსტირება; 
  • მიღებული თეორიულ ცოდნაზე დაყრდნობით დაკვირვების და კვლევის შედეგად მიღებული მონაცემების ინტერპრეტაცია;
  • მონაცემების სტატისტიკური დამუშავება, რაც გულისხმობს მათ მოწესრიგებას, სიხშირეების დათვლას, მარტივი კორელაციებისა და შედარებების განხორციელებას;
  • სამეცნიერო სტატიაში აღწერილი კვლევის ანალიზი და პროფესიის შესაბამისი კრიტერიუმებით ინტერპრეტაცია;
  • ფსიქიკურ მოვლენათა დიფერენცირება და კვლევითი ან პრაქტიკული ხასიათის საქმიანობაში წინასწარ განსაზღვრული მითითებების შესაბამისად მცირე მოცულობის კვლევის დაგეგმვა და განხორციელება.

დასკვნის უნარი

სტუდენტს შეუძლია პროფესიული ამოცანის გადასაჭრელად აუცილბელი მონაცემების შეგროვება და მათ გამოყენების და გამოყენების ფორმის თაობაზე დასკვნის მიღება-განმარტება, ასევე განყენებული მონაცემებისა და/ან სიტუაციების ანალიზი სტანდარტული და ზოგიერთი გამორჩეული მეთოდის გამოყენებით, დასაბუთებული დასკვნის ჩამოყალიბება.
კურსდამთავრებულს შეუძლია:

  • ფსიქოლოგიის ფარგლებში დასმული საკითხის ანალიზის, შეფასებისა და საკუთარი პოზიციის არგუმენტირებულად დასაბუთება;
  • ემპირიული კვლევის შედეგების მონაცემებზე დაყრდნობით მყარად დასაბუთებული და არგუმენტირებული დასკვნების გაკეთება;
  • სხვათა ემოციებსა და ქცევებზე დაკვირვების მონაცემების საფუძველზე მათი მდგომარეობის შესახებ რელევანტური დასკვნების გამოტანა და ემპირიული ფაქტების ადექვატური ინტერპრეტაცია;
  • კონკრეტულ პრობლემურ სიტუაციაში დასაბუთებული დასკვნის ჩამოყალიბება და ოპტიმალური გადაწყვეტილების მიღება.

კომუნიკაციის უნარი

სტუდენტს შეუძლია იდეების, არსებული პრობლემებისა და მისი გადაჭრის გზების შესახებ დეტალური წერილობითი ანგარიშის მომზადება და ინფორმაციის სპეციალისტებისა და არასპეციალისტებისათვის ზეპირად გადაცემა, კომუნიკაცია პროფესიული ურთიერთობის სფეროში ქართულ და უცხოურ ენებზე, თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების შემოქმედებითად გამოყენება:
პროფესიული კომუნიკაციის კომპეტენციები:

  • საჯარო განხილვაში მონაწილეობა;
  • საკუთარი და სხვისი თეორიული და ემპირიული კვლევის შესახებ წერილობითი და ზეპირი ანგარიშის მომზადება და პრეზენტირება;
  • დამუშავებული თემისა თუ საკითხის სათანადო ტერმინოლოგიის, სლაიდების და სხვა ვიზუალური მასალის გამოყენებით დაინტერესებული აუდიტორიისთვის (ფსიქოლოგებისთვის და არაფსიქოლოგი სპეციალისტებისთვის) წარდგენა.

ენობრივი კომუნიკაციის კომპეტენცია:

  • შეუძლია ქართულ და უცხოურ ენებზე კომუნიკაცია როგორც სპეციალისტებთან, ისე არასპეციალიტებთან. 
  • არჩეულ უცხოურ ენაზე სტუდენტი ფლობს B2 დონეს და შეიძინა ოთხივე სამეტყველო კომპეტენცია (მოსმენა, კითხვა, საუბარი, წერა):

მოსმენა: შეუძლია ფსიქოლოგიის თემატიკის დიდი მოცულობის ტექსტების და გამონათქვამების გაგება/აღქმა და სწორი რეაგირება;საუბრის ზოგადი მიმართულების გაგება; საუბრის ცალკეული რეპლიკის გაგება; მოხსენების არსის გაგება;
კითხვა: შეუძლია წაიკითხოს დარგობრივი (ფსიქოლოგიის საკითხებთან დაკავშირებული) ტექსტები, წერილები, განცხადებები, სხვადასხვა სტატია და გაიგოს ძირითადი შინაარსი; გამოყოს საჭირო ინფორმაცია.
საუბარი: შეუძლია რეალურ მოვლენებზე ფაქტების მოკლედ გადმოცემა; სტატიის შინაარსის მოკლედ გადმოცემა; მოვლენების თანიმდევრული გადმოცემა; საკუთარი აზრის გამოხატვა; სიტუაციის დახასიათება.
წერა: შეუძლია რეალურ მოვლენებზე ფაქტების წერილობით გადმოცემა; საკუთარი აზრის წერილობით გამოხატვა.

ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების კომპეტენცია:

  • თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების შემოქმედებითად გამოყენება;

სწავლის უნარი

სტუდენტს შეუძლია საკუთარი სწავლის პროცესის თანმიმდევრულად და მრავალმხრივად შეფასება, შემდგომი სწავლის საჭიროებების დადგენა, კერძოდ, გააზრებული აქვს სწავლისა და განვითარების მიმართულებით ცოდნის მუდმივად გაღრმავების აუცილებლობა, როგორც პროფესიაში წარმატების პირობა; გათავისებული აქვს დარგის აკადემიური გამოწვევები და მედიის სფეროს სიახლეებისადმი თვალ-ყურის უწყვეტად მიდევნების საჭიროება;

სტუდენტს შეუძლია:

  • სასწავლო პროცესის სტრატეგიის, დროის განაწილებისა და სწავლის ისეთი უნარ-ჩვევების გამომუშავება, რომლებიც დამოუკიდებლად სწავლის საშუალებას წარმოადგენს;
  • ფსიქოლოგიური ლიტერატურის (წიგნების, სტატიების) მოძიება, პროფესიული და ზოგადი განათლების ასამაღლებლად, პრაქტიკული მუშაობისა თუ პრეზენტაციისთვის მასალის მოპოვება და გამოყენება;
  • პროფესიული ზრდისთვის დამოუკიდებლად მოქმედება;
  • თეორიულ ცოდნაზე დაყრდნობით პრაქტიკული უნარების განვითარება, უფრო გამოცდილ კოლეგებზე დაკვირვებით პროფესიული უნარ-ჩვევების ათვისება; საკუთარი სწავლის პროცესის მართვა, შეფასება და სწავლის გაგრძელების საჭიროების განსაზღვრა.

ღირებულებები

სტუდენტი მონაწილეობს ღირებულებების ფორმირების პროცესში და ისწრაფვის მათ დასამკვიდრებლად, რაც გამოიხატება შემდეგში:

კურსდამთავრებულს აქვს:

  • პროფესიონალი ფსიქოლოგისთვის დამახასიათებელ ღირებულებათა სისტემა, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, პროფესიული საქმიანობის ეთიკური ნორმების შესაბამისად მოქმედებას გულისხმობს;
  • ინტელექტუალური, ზნეობრივი და ესთეტიკური ღირებულებების ასათვისებლად სწრაფვა;
  • სოციალური ღირებულებების ფორმირებისა და მათი ურთიერთობის პროცესში დამკვიდრებისას საჭირო პასუხისმგებლობა;
  • პროფესიული ღირებულებებისადმი პატივისცემისა და საზოგადოებაში საკუთარი პროფესიის შესახებ ადექვატური წარმოდგენების ფორმირების ხელშეწყობის უნარი;
  • საზოგადოებისთვის ღირებული ინოვაციების ასათვისებლად და დასანერგად მზაობა;
  • ადამიანთა ურთიერთობებში კორექტულობის მნიშვნელობის ცნობიერება;
  • ფსიქოლოგიის პროფესიის, როგორც სოციალური ღირებულების ცნობიერება და საზოგადოებაში ამ ღირებულების დამკვიდრების მცდელობა.