არ მსურს გამოწერა

სასწავლო პროცესი

გამოცდები

საგამოცდო სისტემა

უნივერსიტეტის ყველა სასწავლო კურსში გათვალისწინებულია ერთი შუალედური და დასკვნითი გამოცედა.

 

შუალედური გამოცდის ხვედრითი წილი საერთო შეფასებაში არის 20%  

დასკვნითი გამოცდის ხვედრითი წილი სტუდენტის შეფასებაში - 40%

 

დასკვნით გამოცდაზე გასვლა სავალდებულოა.

დასკვნით გამოცდაზე დაიშვება სტუდენტი, რომელსაც შუალედური შეფასებებით უგროვდება არანაკლებ 18 ქულა.

კომპეტენციის ზღვარი

კომპეტენციის ზღვარი - არის მინიმალური შედეგი, რომელიც სტუდენტმა უნდა აჩვენოს შუალედურ და დასკვნით შეფასებებში

კომპეტენციის ზღვარი 30%-ის ტოლია. კომპეტენციის ზღვარის ქვემოთ მიღებული შედეგი არ მიიჩნევა დადებით შეფასებად.

 

დამატებითი გამოცდა

დამატებით გამოცდაზე დაიშვება სტუდენტი, რომელსაც შუალედური და დასკვნითი შეფასებების შედეგად მიღებული აქვს არანაკლებ 41 ქულა. დამატებით გამოცდაზე მიღებული შეფასება ცვლის და არ ემატება დასკვნითი გამოცდის შეფასებას.

სტუდენტს დამატებით გამოცდაზე გასვლის უფლება აქვს იმავე სემესტრში. დასკვნით და შესაბამის დამატებით გამოცდას შორის შუალედი უნდა იყოს შესაბამისი გამოცდის შედეგების გამოცხადებიდან არანაკლებ 5 დღე.

ცალკეული გამოცდის შეფასების კრიტერიუმები, საგნის სპეციფიკიდან გამომდინარე, გაწერილია სასწავლო კურსების სილაბუსებში