არ მსურს გამოწერა

სასწავლო პროცესი

პრაქტიკა

უნივერსიტეტის ყველა სასწავლო პროგრამა ითვალისწინებს პრაქტიკას, შესაბამისი სფეროს საქმიანობის განმახორციელებელ ორგანიზაციაში.

უნივერსიტეტის ყველა სტუდენტი უზრუნველყოფილია შესაძლებლობით გაიაროს პრაქტიკა მისი პროფესიული ინტერესების შესაბამის ორგანიზაციაში.

პრაქტიკას/კლინიკას საბაკალავრო პროგრამებზე სტუდენტები ირჩევენ VII ან VIII სემესტრში.

სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები პრაქტიკას ირჩევენ III სემესტრში. სამართლის სამაგისტრო პროგრამის კლინიკა გათვალისწინებულია II სემესტრში.

პრაქტიკის ობიექტების არჩევა მიმდინარეობს სტუდენტის სურვილის შესაბამისად, კონკრეტულ ობიექტზე მოცემული პერიოდისთვის არსებული ვაკანტური ადგილების გათვალისწინებით

პრაქტიკის შეფასებაში მხედველობაში მიიღება როგორც სტუდენტის მიერ წარმოდგენილი პრაქტიკის პერიოდში შესრულებული აქტივობების ამსახველი ანგარიში, ასევე, უშუალო სამსახურებრივი ზედამხედველის - მენტორის შეფასება.

შესასწავლო სპეციალობის სფეროს შესაბამისი პროფესიით დასაქმებულ სტუდენტებს, სათანადო დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში, შესაძლებლობა აქვთ პრაქტიკად უღიარდეთ ძირითად სამუშაო ადგილას მუშაობა.