English
EN GE

კრედიტების განაწილება პროგრამაში

სტუდენტის საქმიანობა (სტუდენტის დატვირთვა) მოიცავს:

  • ლექციაზე დასწრებას, 
  • სამუშაო ჯგუფში მუშაობას, 
  • პრაქტიკულ/ლაბორატორიულ მეცადინეობას;
  • პრაქტიკას;
  • დამოუკიდებელ მეცადინეობას;
  • გამოცდების მომზადება – ჩაბარებას;
  • საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომზე მუშაობას და მის დაცვას;

სტუდენტის დატვირთვა მისი აკადემიური საქმიანობის თითოეულ კომპონენტში გამოითვლება ამ მუშაობის გასაწევად დახარჯული დროის ერთეულით - კრედიტით
კრედიტი ასახავს სამუშაოს იმ რაოდენობას, რომელიც საჭიროა ამა თუ იმ კომპონენტის დასასრულებლად და სწავლის შედეგების მისაღწევად და მოიცავს როგორც სტუდენტის მიერ სასწავლო გარემოში გატარებულ საკონტაქტო, ასევე სტუდენტის დამოუკიდებელი მუშაობის საათებს. 1 კრედიტი 25 ასტრონომიული საათია;
კრედიტების განაწილება ხდება საგანმანათლებლო პროგრამის ყველა კომპონენტს შორის.

კრედიტების წლიური ოდენობა განსაზღვრულია საშუალოდ 60 კრედიტით. დასაშვებია სტუდენტის წლიური დატვირთვა აღემატებოდეს 60 კრედიტს ან იყოს 60 კრედიტზე ნაკლები მაგარმ არაუმეტეს წელიწადში 75 კრედიტისა

სტუდენტის სრული (საკონტაქტო და დამოუკიდებელი) სასწავლო დატვირთვა შეადგენს არაუმეტეს 50 აკადემიური საათისა

საგანმანათლებლო პროგრამების გეგმიურ ვადაში გათვალისწინებული კრედიტების დაუგროვებლობის შემთხვევაში სტუდენტი უფლებამოსილია სწავლა გააგრძელოს დამატებით სემესტრში/სემესტრებში კვალიფიკაციის მინიჭებისათვის პროგრამით განსაზღვრული კომპონენტების ასათვისებლად შესაბამისი სასწავლო კურსისათვის დადგენილი წინაპირობების დაცვით.