ბიანუალური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია SEU ISC 2019-ისთვის სამეცნიერო ნაშრომების მიღება დაიწყო.
მულტიპროფილური კონფერენცია საშუალებას აძლევს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკადემიურ პერსონალს, მკვლევარებსა და დოქტორანტებს წარმოადგინონ სამეცნიერო ნაშრომები შემდეგი მიმართულებებით, ნაშრომების მიღების ბოლო ვადაა 20 ოქტომბერი:
კონფერენციაში მონაწილეობის პირობები:
მიიღება როგორც ინდივიდუალური, ასევე თანაავტორობით შესრულებული ნაშრომები (არაუმეტეს 2 თანაავტორისა. გამონაკლისი შესაძლებელია დაშვებულ იქნეს ინტერდისციპლინარული ნაშრომის შემთხვევაში).
მონაწილეს ან თანაავტორებს შეუძლიათ წარმოადგინოს მაქსიმუმ ორი სამეცნიერო ნაშრომი.
წარმოდგენილი ნაშრომები გაივლიან რეფერირებასა და პლაგიატზე შემოწმებას.
მონაწილეთა ნაშრომები უნდა შეესაბამებოდეს საქართველ+ ოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუს აკადემიური პატიოსნების სტანდარტს.
ყველა მიღებული ნაშრომი გამოქვეყნდება საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს საკონფერენციო მასალების კრებულში.
საუკეთესო ნაშრომები გამოქვეყნდება საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს ინდექსირებად სამეცნიერო ჟურნალში და უნივერსიტეტის ვებგვერდზე.
კონფერენციაში მონაწილეობა (გარდა მგზავრობის ხარჯებისა) ფინანსდება საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს მიერ.
კონფერენციის ვადები;
საკონფერენციო ნაშრომები მიიღება მისამართზე [email protected]