სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

სამეცნიერო კონფერენციები

ეკონომიკური განვითარების აქტუალური პრობლემები და გამოწვევები თანამედროვე მსოფლიოში

18 ივნისი

2023 წლის 18-19 ივნისს საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ სეუ-ში, ცხუმ-აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემია ჩაატარებს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას თემაზე: "ეკონომიკური განვითარების აქტუალური პრობლემები და გამოწვევები თანამედროვე მსოფლიოში".

აღნიშნული კონფერენციის თემატური სექციებია:

ეკონომიკა

  • რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა მსოფლიოს და საქართველოს ეკონომიკაზე; 
  • აფხაზეთის ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალი და მისი როლი და მნიშვნელობა საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში; 
  • საქართველოს ეკონომიკის ფინანსური, მაკროეკონომიკური, მიკროეკონომიკური პრობლემები და მათი აღმოფხვრის გზები.

ბიზნესის ადმინისტრირება

  • ბიზნესის აქტუალური პრობლემები თანამედროვე გლობალიზაციის პირობებში; 
  • საგადასახადო პოლიტიკა; 
  • ფინანსები და ინვესტიციები.

ტურიზმი:

  • ტურიზმი და მდგრადი განვითარება; 
  • ტურიზმის მენეჯმენტი და მარკეტინგი; 
  • აფხაზეთის ტურისტული პოტენციალი; 
  • ინოვაციები და ტურიზმი.

 

აღნიშნული კონფერენციისთვის სამეცნიერო ნაშრომების მიღება იწარმოებს შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected] (გთხოვთ, მიუთითოთ: აკადემიური პოზიცია, სამეცნიერო ხარისხი, ტელეფონის ნომერი). 

მოხსენების თესიზების (ერთ გვერდამდე) ქართულ და ინგლისურ ენაზე მიღების ვადა: 2023 წლის 5 ივნისი

კონფერენციის ჩატარების თარიღი და დრო: 2023 წლის 18 ივნისი (9:00 სთ).

სამეცნიერო ნაშრომების ელექტრონულად მიღების ვადა: 2023 წლის 10 ივლისი. 

დეტალური ინფორმაცია კონფერენციისა და ნაშრომების მიღების პროცედურის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შესაბამის დოკუმენტებში.

Message body empty