სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

სამეცნიერო კონფერენციები

სამეცნიერო მულტიდისციპლინარული კონფერენცია SEU SMC 2023

20 ივლისი

ჩატარების თარიღი: 20 ივლისი

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს სამეცნიერო მულტიდისციპლინარულ კონფერენციაზე SEU SMC 2023 რეგისტრაცია დაიწყო!

მულტიდისციპლინალური კონფერენცია საშუალებას აძლევს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკადემიურ პერსონალს, მკვლევარებსა და დოქტორანტებს წარმოადგინონ სამეცნიერო ნაშრომები შემდეგი მიმართულებებით:

  • ბიზნესი, ტურიზმი, ეკონომიკა, ადმინისტრირება;
  • სამართალი;
  • საერთაშორისო ურთიერთობები;
  • ფსიქოლოგია;
  • ჟურნალისტიკა;
  • მედიცინა;
  • ინფორმაციული ტექნოლოგიები.

კონფერენციაში მონაწილეობის მიღების პირობები:

  • კონფერენციაში მონაწილეობის მსურველმა რეგისტრაცია უნდა გაიაროს და მოცემულ ბმულზე არაუგვიანეს 2023 წლის 8 ივლისისა.
  • კონფერენციის სამუშაო ენებია: ქართული, ინგლისური
  • ნაშრომი შესრულებული უნდა იყოს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუს სამეცნიერო ნაშრომის შესრულების სტანდარტის მიხედვით. საკონფერენციო ნაშრომის საბოლოო ვარიანტი წარმოდგენილი უნდა იყოს არაუგვიანეს 2023 წლის 8 ივლისისა ელ. ფოსტაზე [email protected]
  • მიიღება როგორც ინდივიდუალური, ასევე თანაავტორობით შესრულებული ნაშრომები
  • მონაწილეს ან თანაავტორებს შეუძლიათ წარმოადგინოს მაქსიმუმ ერთი სამეცნიერო ნაშრომი
  • კონფერენციაში მონაწილეობა უფასოა და მასზე დასწრება თავისუფალია
  • კონფერენციაზე წარმოდგენილი ნაშრომები გამოქვეყნდება საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს საკონფერენციო მოხსენებათა კრებულში, იმ შემთხვევაში, თუ ნაშრომი აკმაყოფილებს ჟურნალის მიერ დადგენილ სტანდარტებს.

დამატებითი ინფორმაცია:

  • 2023 წლის 20 ივლისი, სეუ-ს კამპუსში წინანდლის 9, თბილისი
  • კითხვები, კონფერენციის თაობაზე მოგწერეთ ელ-ფოსტაზე: [email protected]
  • კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი
  • რეგისტრაცია და ნაშრომების მიღება დაშვებულია მხოლოდ დადგენილ ვადებში.
Message body empty