სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

სამეცნიერო კონფერენციები

საეთაშორისო სამეცნიერო ონლაინ კონგრესი - 21-ე საუკუნის ევროკავშირი: აბრეშუმის გზის ახალი პროექტი

15 მარტი
Zoom.us

15 მარტს, SEU-ს, ლაზარსკის უნივერსიტეტის, ესპანეთის ეროვნული დისტანციური განათლების უნივერსიტეტისა და მადრიდის უნივერსიტეტის (CEDEU) თანაორგანიზებით გაიმარა მესამე საეთაშორისო სამეცნიერო ონლაინ კონგრესი: „21-ე საუკუნის ევროკავშირი: აბრეშუმის გზის ახალი პროექტი”. დიალოგი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის მკვლევარებისა და აკადემიურის სფეროს წარმომადგენლებისთვის.

კონგრესი მიზნად ისახავდა, ევროკავშირის აქტუალური მდგომარეობისა და აზიასთან ურთიერთობის შესახებ სამეცნიერო დებატებსა და იდეათა ურთიერთგაცვლის ხელშეწყობას.

კონგრესი გახსნა საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს ვიცე-რექტორმა, პროფესორმა ანა ფირცხალაშვილმა. მან ისაუბრა აბრეშუმის გზის მნიშვნელობაზე საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარებისათვის. კონგრესში მონაწილეობდნენ სეუ-ს პროფესორები გიორგი ხარშილაძე, რუსუდან ბერიაშვილი და პაატა შურღაია, რომელიც ასევე, მოდერაციას უწევდა ერთ-ერთ სესიას.

კონგრესის მასალები დაიბეჭდება მოხსენებათა კრებულში, რომელიც გამოიცემა ესპანეთში - ანა ფირცხალაშვილის, მარტინ დალისა და ალფონსო სებრიან დიასის სამეცნიერო რედაქტორობით.

Message body empty