არ მსურს გამოწერა

კარიერა

როგორ მოვემზადოთ გასაუბრებისთვის

უკვე შედგენილი   და გაგზავნილი გაქვთ რეზიუმე  თქვენთვის სასურველ ვაკანსიაზე და კომპანიამ დაგიბარათ გასაუბრებაზე? დროა გამოავლინოთ ის უნარები, რაც დაგეხმარება გასაუბრების წარმატების გასავლელად. 

ქვემოთ მოცემული რჩევების გათვალისწინება დაგეხმარებათ საუკეთესო შთაბეჭდილების მოხდენაში ინტერვიუერზე და .... მიიღებთ კიდეც სასურველ სამსახურს. 


მზადება გასაუბრებისთვის

რა არის გასაუბრება/ინტერვიუ?

დიალოგი, რომელიც შანსს გაძლევთ აჩვენოთ დამსაქმებელს, რომ თქვენ ხარ სწორედ ის ადამიანი, რომელიც შეესაბამება ვაკანტულ პოზიციას. ეს, ხშირ შემთხვევაში, სამუშაოს ძიების პროცესში ბოლო და მნიშვნელოვანი გადასალახავი დაბრკოლებაა.

საკუთარი თავის მომზადება (მათ შორის ფსიქოლოგიურად) გასაუბრებისთვის არსებითია.

გასაუბრების ოთახში შესვლისას დაარწმუნეთ თქვენი გონება საკუთარ შესაძლებლობებში. საქმე გაგიადვილდებათ, თუ ამას წინა დღეებში მოახერხებთ.

შეუსაბამეთ სამუშაოს აღწერილობა თქვენს პროფილს.

  • თან იქონიეთ სამუშაოს აღწერილობის ასლი (ძირითადი ამოცანები და პასუხისმგებლობები). დამსაქმებლების უმრავლესობა გაფასებთ სწორედ ამ ფურცლის მეშვეობით.
  • მოიძიეთ და გაეცანით ინფორმაციას კომპანიის ან ორგანიზაციის შესახებ (რაც მეტი გეცოდინებათ, უფრო დიდ შთაბეჭდილებას მოახდენთ მათზე). ეს შეიძლება იყოს: მისია, ღირებულებები, მიზნები, ძირითადი პროდუქტები თუ სერვისები.
  • დარწმუნდით, რომ თქვენი პირადი და სამუშაო გამოცდილები შეესაბამება მათ მოთხოვნებს (უნარები, გამოცდილება, კვალიფიკაცია, პასუხისმგებლობა, პროექტები თუ მიღწევები).

 

ჩაატარეთ რამდენიმე იმიტირებული გასაუბრება 

  • ვერც ერთი რჩევა ვერ დაგეხმარებათ უფრო მეტად, ვიდრე უშუალოდ გასაუბრების გამოცდილება. ამიტომ დაიხმარეთ მეგობრები ან ოჯახის წევრები. გასაუბრებაზე დაბარების შემთხვევაში ყოველთვის ეცადეთ მიხვიდეთ და დაესწროთ, ესეც გამოცდილებაა და იქ დაშვებულ შეცდომებს შემდეგ გამოასწორებთ და თქვენთვის მნიშვნელოვან ინტერვიუს უკვე მზად შეხვდებით.
  • წარმოიდგინეთ თქვენი თავი ინტერვიუერის ადგილას: იფიქრე რა კითხვები შეიძლება დაგისვას გასაუბრებისას.

 

ყურადღება მიაქციეთ ჩაცმის სტილს (დრეს კოდი) 

  • პირველი შთაბეჭდილება უმნიშვნელოვანესია. გაითვალისწინეთ კომპანია და პოზიცია, რომელზეც გაქვთ რეზიუმე გაგზავნილი. თუ მათ აქვთ კონკრეტული კულტურა ამ კუთხით, სჯობს ჩაიცვა ფორმალურად, თუმცა მაინც იმ პოზიციაზეა დამოკიდებული, რაზეც შეგაქვთ განაცხადი.
  • გაარკვიე წინასწარ აქვს თუ არა კომპანიას დრეს კოდი და როგორია იგი. თუ მათ დრეს კოდი აქვთ და თქვენ ჯინსებით გამოცხადდებით გასაუბრებაზე, ამან შეიძლება ეჭვი შეატანინოს დამსაქმებელს შენს მოტივაციაში. თუ ვერ გაერკვიეთ, ჩაიცვით ფორმალურად.

 თავიდან აირიდეთ საზოგადოდ გავრცელებული შეცდომები. 

  • გასაუბრების არასერიოზულად მიღება. ნუ იქნებით ზედმეტად თავდაჯერებული და არ იფიქროთ, რომ ვაკანტური პოზიცია უკვე თქვენია.
  • ზედმეტად გამომწვევად ჩაცმა. თუნდაც კომპანიის მხრიდან არ იყოს განსაზღვული დრეს კოდი, ნუ დაკარგავთ წარმატების შანსს გასაუბრებისას. მხოლოდ ერთხელ გეძლევათ  პირველი შთაბეჭდილების მოხდენის შესაძლებლობა.
  • ზედმეტი მოკრძალებულობა. არსებობს ზღვარი თავდაჯერებულობასა და ქედმაღლობას შორის.  თქვენ უნდა „გაყიდოთ“ თქვენი თავი. დიდი ალბათობით, დამსაქმებელს არ აქვს ინფორმაცია თქვენი მიღწევების შესახებ.  დარწმუნდით, რომ სათანადოდ ისაუბრებთ საკუთარ თავზე.
  • ზედმეტად ბევრი საუბარი. ნუ შეაწყვეტინებთ ინტერვიუერს საუბარს! (ეს სხვა დროსაც გასათვალისწინებელია) ყურადღებით მოუსმინეთ და დაფიქრებით უპასუხეთ მათ შეკითხვებს.
  • წინა დამსაქმებლის კრიტიკა. თუკი დაკარგეთ  სამსახური ან უბრალოდ არ მოგწონდათ ყოფილი დამსაქმებელი, გადაფარეთ დადებითი შთაბეჭდილებით უარყოფითი. დაასახელეთ წამოსვლის მიზეზები, თუმცა კონკრეტულ დეტალებს ნუ აღწერთ.
  • ენთუზიაზმის ნაკლებობის ჩვენება. დადებითი დამოკიდებულების ქონა. ნუ შეირბენთ ინტერვიუზე და ნუ იტყვი, რომ რაღაც X მიზეზის გამო არ ხარ მზად ინტერვიუსთვის.

 

გასაუბრებამდე 1 დღით ადრე 

  • ფიზიკური და ფსიქოლოგიური მომზადება ძალიან მნიშვნელოვანია. მოემზადეთ ფიზიკურად: მიირთვით მსუბუქად, ნუ მიიღებთ ალკოჰოლს და დაიძინეთ ადრე.
  • წინასწარ განსაზღვრეთ თქვენი მარშრუტი. როგორ აპირებთ გასაუბრების ადგილამდე მისვლას? განრიგის მიხედვით იმოძრავებს ტრანსპროტი? თუ მანქანით აპირებთ მისვლას, დაპარკინგება ხომ არ გაგიჭირდებათ? არ დაგავიწყდეთ გაუთვალისწინებელი მოვლენები: გადატვირთული გზები და სხვ.
  • წინასწარ მოამზადეთ ტანსაცმელი. მნიშვნელოვანია, მოფიქრებული გქონდეთ რას ჩაიცმევთ გასაუბრებისას.

 

გასაუბრება

  • შეეცადეთ გასაუბრებაზე ადრე მიხვედით. ეს დაგეხმარებათ ინტერვიუს სტრესის შემცირებაში. 15 წუთით ადრე მისვლა იდეალურია.
  • შექმენით პირველი დადებითი შთაბეჭდილება. როდესაც შეხვალთ გასაუბრების ოთახში:
  • დააკაკუნეთ
  • ოთახში შესვლისას გაიღიმეთ
  • წარადგინე შენი თავი: გამარჯობა, მე ვარ ...  სასიამოვნოა თქვენი გაცნობა.
  • ჩამოართვი ხელი ფორმალურად (თუ ამის სიტუაცია შეიქმნება) და თან უყურეთ თვალებში.
  • ნების დართვის შემდეგ დაიკავეთ თქვენი ადგილი

 

გამოიყენეთ შესაბამისი სხეულის ენა.

  • დაჯექით სკამზე გამართულად
  • ინტერვიუერს უყურეთ საუბრისას
  • იყავით თავდაჯერებული, მაგრამ არა ზედმეტ
     

საკმარისი კომუნიკაცია

  • ყურადღებით მოუსმინეთ ინტერვიუერს
  • ნუ ილაპარაკებთ ბევრს
  • გამოიყენეთ პოზიციის შესაბამისი მეტყველება. ნუ იქნებით ზედმეტად გახსნილი!
  • ყურადღება მიაქციეთ შეკითხვებს და მათ სწორად გაეცით პასუხი
  • თუ არ იცი რა უპასუხოთ, უბრალოდ თქვით ეს.
     

გასაუბრება არის დიალოგი თქვენსა და პანელს შორის. ფორმატი იცვლება ხოლმე, თუმცა ბევრი მათგანი ირჩევს შემდეგ სტრუქტურას:

  • შესავალი და ყინულის გატეხვა.

საუბრის დასაწყისში ინტერვიუერი მიმოიხილავს გასაუბრების ფორმატს და სამუშაოს შესახებ გაცნობთ რამდენიმე დეტალს. ყურადღებით მოუსმინეთ მისგან მოსმენილ ინფორმაციას ინფორმაცია. თუ დეტალებს არ მიაქცევთ ყურადღებას კარგად, მაშინ წარმოაჩთ სუსტი კომუნიკაციის უნარს. 

  • წარადგინეთ თქვენი თავი.

აქ გაქვთ შესაძლებლობა მოუთხრო მათ თქვენი თავის შესახებ. 

  • წინასწარ მოემზადეთ წარდგენისთვის. ისაუბრე თქვენი სამუშაო გამოცდილების, კვალიფიკაციის და ნებისმიერი დეტალის შესახებ, რაც შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს ვაკანტური პოზიციისთვის. დარწმუნდით, რომ კარგად გადმოსცემთ და გამოიყენეთ მაგალითები თქვენი სამუშაო გამოცდილებიდან. არ ქონის შემხთვევაში ყურადღება გაამახვილეთ მოხალისეობრივ აქტივობებსა და ტრენინგებზე, რაშიც მიგიღიათ მონაწილეობა.
  • ნუ დაუთმობ საკუთარი თავის წარდგენას 2-3 წუთზე მეტ დროს.
  • კითხვები, რომელიც შეიძლება დაგისვან გასაუბრებისას.
  • რატომ გსურთ ამ პოზიციის დაკავება?  ახსენით, რომ თვალში მოგხვდათ ვაკანსიის აღწერილობისას თქვენთვის საინტერესო დეტალები და ის, რომ გაქვთ ამ სამუშაოს შესასრულებლად საჭირო უნარები.
  • რაში მდგომარეობს თქვენი ძლიერი მხარე? ეცადე, რომ დაასახელო სულ მცირე სამი თვისება (მიზანდასახულობა, წნეხის ქვეშ მუშაობის უნარი, პასუხისმგებლობა და ა.შ.)
  • რა არის თქვენი სუსტი მხარე?  ამ კითხვაზე ყველაზე ცუდი პასუხია - „არ მაქვს სუსტი მხარე“ - ნუ დაასახელებთ ფართოდ გავრცელებულ კლიშეებს, მაგ: პერფექციონისტი ვარ და სხვ. ეცადეთ რეალური თვისება ახსენოთ, ის რაც ნამდვილად გახასიათებთ.
  • შეძლებთ ჯგუფში თანამშრომლობას? აჩვეენეთ, რომ შეგიძლიათ განსხვავებულ მხარეებს მოერგოთ. მაგ: „რთულ სიტუაციებში შევძელი ჯგუფის მოტივაციის ამაღლება, რითაც გადავაჭარბეთ მოსალოდნელ შედეგს“
  • თანამშრომლობის დაწყების შემთხვევაში, რამდენი ხნით გეგმავთ ჩვენს კომპანიაში დარჩენას? ნათლად დაადასტურეთ, რომ თანხმობის შემთხვევაში დიდი ხნით გეგმავთ კომპანიაში ყოფნას. უშედეგოა, დახარჯოს კომპანიამ დრო და რესურსი თქვენს წვრთნასა და განვითარებაზე და თქვენ არ აპირებდეთ დიდხანს დარჩენას.
  • რატომ აპირებთ ამჟამინდელი დამსაქმებლისგან წამოსვლას? არ თქვათ, რომ წამოსვლას გეგმავთ მენეჯერთან ან გუნდთან შეუთავსებლობის გამო. უკეთესია აღნიშნოთ, რომ ეძებ ახალ გამოწვევას და ძველ ადგილას უკვე მიაღწიეთ ყველაფერს, რაც შესაძლებელი იყო.
  • რატომ უნდა აგიყვანოთ სამსახურში? არ თქვა, რომ საუკეთესო ხართ ამ სამუშაოსთვის. აღნიშნეთ, რომ შეესაბამებით პოზიციას, რადგან გუნდში მუშაობა შეგიძლიათ, გაქვს საკმარისი გამოცდილება,  უნარები და სხვ.
  • შეგიძლიათ დაასახელო სიტუაცია, როდესაც მოგიწიათ წნეხის ქვეშ მუშაობა?  მოიყვანეთ რეალური მაგალითი, თუ რა შედეგს მიაღწიეთ წნეხის დროს მუშაობისას (დედლაინი, ბიუჯეტი და ა.შ)
  • შეძლებთ მივლინებებში სიარულს? თუ მივლინება ესაჭიროება კონკრეტულ პოზიციას, რომელსაც თანხმდებით და თქვენი პასუხი უარყოფითი იქნება, დიდია შანსი ვერ მიიღოთ სამსახური.
  • რამდენია თქვენთვის მისაღები ანაზღაურება? აქ ეცადეთ თავად დაასახელებინოთ, თუ თქვენ გიწევთ, გაითვალისწინეთ საკუთარი გამოცდილება, შრომის ბაზარზე პოზიციისთვის გავრცელებული ანაზღაურება და მოვალეობები. დაასახელეთ საშუალო ყველაზე დაბალსა და მაღალს შორის. 

თქვენი კითხვები 

ხშირ შემთხვევაში გაქვთ საშუალება თქვენც დაუსვათ კითხვები გამსაუბრებლებს.

  • მოამზადეთ ორი ან სამი კითხვა, რისი დასმაც გსურთ გასაუბრების ბოლოს. მაგ: თუ გავივლი გასაუბრებას წარმატებით, როდის შევძლებ მუშაობის დაწყებას?
  • შეეცადე თავი შეიკავოთ ანაზღაურების საკითხზე კითხვის დასმისგან. ამაზე მოლაპარაკებას შეძლებ უკვე შემდეგ ეტაპზე, თუ წარმატებით გადალახავთ გასაუბრებას.
  • ნუ შეეკითხებით როგორ ჩაიარა თქვენმა გასაუბრებამ. არ დაელოდოთ ინტერვიუს უკუკავშირს მაშინვე. 

გასაუბრების დასასრულს 

  • როგორც არ უნდა ჩაიაროს გასაუბრებათ, იყავი პოზიტიური ამ ეტაპზეც. ეს არის ბოლო რამ, რასაც იმახსოვრებს ინტერვიუერი გასაუბრებისას.
  • მადლობა გადაუხადე მათ დათმობილი დროისთვის. „მადლობა, რომ მომიწვიეთ ინტერვიუზე. ეს ჩემთვის სასიამოვნო გამოცდილება იყო“. 

 

გასაუბრების შემდეგ 

  • თუ ვერ მიიღებ სამსახურს, არ დანებდეთ.

უარყოფითი პასუხის შემთხვევაში იმედს ნუ დაკარგავთ. შეიძლება სამომავლოდ უფრო მეტი შესაძლებლობა გქონდეს იგივე კომპანიაში. 

  • უთხარით მათ, რომ სასიამოვნო იყო მათთან გასაუბრება.

თხოვეთ, რომ კვლავ დაგიკავშირდნენ თუ რაიმე მიმდინარე ვაკანსია ექნებათ კომპანიაში.