სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

მიღება სამაგისტრო პროგრამებზე

16 აგვისტო, 2018

 

დაიწყო მაგისტრანტობის კანდიდატების საბუთების მიღება საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუს შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზე:

 

სამართლის სამაგისტრო პროგრამა (C ტიპის ტესტი)

ადამიანური რესურსების მართვის სამაგისტრო პროგრამა (B ტიპის ტესტი)

საბანკო საქმის სამაგისტრო პროგრამა (B ტიპის ტესტი)

განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა (A ტიპის ტესტი)

სოციალური ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამა (A ტიპის ტესტი)

 

2018 წელს სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხულ მაგისტრანტებს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ სთავაზობს სამაგისტრო სტიპენდიების სპეციალურ სისტემას:

 

 

საბუთების წარმოდგენის ვადები

 

სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის კანდიდატების საბუთების მიღება წარმოებს 2018 წლის 20 აგვისტოდან  21 სექტემბრის ჩათვლით, ორ ეტაპად:

 

  • მაგისტრანტობის კანდიდატების პირველი ნაკადისთვის - 10 სექტემბრის ჩათვლით
  • მაგისტრანტობის კანდიდატების მეორე ნაკადისთვის, დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე - 21 სექტემბრის ჩათვლით

 

 

წარმოსადგენი საბუთების ჩამონათვალი

 

სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველმა კანდიდატებმა უნივერსიტეტში უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

 

  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი
  • უმაღლესი განათლების საბაკალავრო საფეხურის დამადასტურებელი ცნობა კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ ან დიპლომის ასლი
  • საერთო სამაგისტრო გამოცდის საგამოცდო ბარათი
  • საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგები - შესაბამისი ტიპის ტესტის დაძლევის დამადასტურებელი დოკუმენტი
  • ენობრივი კომპეტენციის არანაკლებ B2 დონის დამადასტურებელი სერტიფიკატი (სურვილისამებრ)
  • სამხედრო მიწერის მოწმობა - სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირებისთვის
  • ფოტოსურათი 3x4 და CD

 

 

საუნივერსიტეტო მისაღები გამოცდების ფორმატი

 

საუნივერსიტეტო სამაგისტრო მისაღების გამოცდა ჩატარდება ორ ეტაპად:

  • გამოცდა სპეციალობაში
  • გამოცდა უცხო ენაში

 

თითოეულ გამოცდაში მაგისტრანტობის კანდიდატმა უნდა გადალახოს მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.

 

უცხო ენის გამოცდისგან თავისუფლდებიან მაგისტრანტობის კანდიდატები, რომლებიც წარმოადგენენ უცხო ენის B2 დონის დამადასტურებელ საერთაშორისო სერტიფიკატს

 

საუნივერსიტეტო მისაღები გამოცდების შედეგად სამაგისტრო პროგრამებზე ჩარიცხვის უფლებას მიიღებენ უნივერსიტეტის მიერ თითოეულ პროგრამაზე გამოცხადებული ადგილების რაოდენობის შესაბამისი, უმაღლესი შეფასების აპლიკანტები

 

საუნივერსიტეტო სამაგისტრო საგამოცდო საკითხები

 

 

 

ინფორმაცია თითოეულ პროგრამაზე მისაღები ადგილების  და სამაგისტრო საუნივერსიტეტო გამოცდების თარიღების შესახებ შესახებ გამოქვეყნდება 2018 წლის შვიდი სექტემბრისათვის

Message body empty