SEU-ში სტუდენტურ ომბუდსმენს ირჩევს სტუდენტური თვითმმართველობა. სტუდენტური ომბუდსმენის მიზანია სტუდენტების უფლებების დაცვა.
SEU-ს სტუდენტური ომბუდსმენია მარიამ სოლოღაშვილი, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის წარმატებული სტუდენტი.
ომბუდსმენს შეგიძლიათ მიმართოთ თუ ფიქრობთ, რომ დაირღვა ან შეიზღუდა თქვენი/ სტუდენტის უფლებები და თავისუფლებები ან/და გჭირდებათ მრჩეველი/მედიატორი არსებულ პრობლემასთან დაკავშირებით, რომელიც ხელს უშლის თქვენს საქმიანობას SEU-ში.
ომბუდსმენს უნდა მიმართოთ წერილობით. კონკრეტული განაცხადის მიღების შემდეგ ომბუდსმენი დაგიკავშირდებათ არსებული პრობლემის განხილვისა და დახმარების მიზნით.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ომბუდსმენს შეგიძლიათ მიმართოთ ელექტრონული ფოსტით: [email protected]