სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

ფინანსური პოლიტიკა

SEU თანადაფინანსება

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით, სეუ-ში პირველი პრიორიტეტით ჩარიცხული ნებისმიერი სტუდენტი, რომელიც არის სახელმწიფო სასწავლო გრანტის მფლობელი, ცხინვალის რეგიონიდან, აფხაზეთიდან დევნილი ან საინგილოში მცხოვრები, ასევე, ოქროს/ ვერცხლის მედალოსანი - სარგებლობს SEU-ს წამახალისებელი ფინანსური შეღავათით, რომლის ოდენობა შეადგენს 740 ლარს, უნივერსიტეტში სწავლის თითოეული წლისათვის, არაუმეტეს 4 სასწავლო წლის (8 აქტიური სემესტრი) განმავლობაში.

ფინანსური შეღავათით სარგებლობის პერიოდში სტუდენტი უფლებამოსილია ისარგებლოს სხვა სახის ფინანსური შეღავათით - სტიპენდიით.

ფინანსური შეღავათი ჩაითვლება სწავლის საფასურში. სტუდენტი არ არის უფლებამოსილი მოითხოვოს ფინანსური შეღავათის თანხა ხელზე, სხვა მიზნებისთვის.