არ მსურს გამოწერა

SEU-ს შესახებ

რექტორის მიმართვა

ძვირფასო მეგობრებო, დიახ, მოგმართავთ როგორც მეგობრებს იმიტომ, რომ თუ თქვენ საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს სტუდენტი გახდებით, წლები, რომლებიც ერთად უნდა გავატაროთ, დარწმუნებული ვარ იქნება მეგობრული, საინტერესო, სასარგებლო და ნაყოფიერი.

მიუხედავად იმისა, რომ SEU შედარებით ახალგაზრდა უნივერსიტეტია, იგი ჩამოყალიბდა ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე როგორც აკადემიური ინსტიტუტი, რომელიც უზრუნველყოფს სასწავლო პროგრამების შესაბამისი სწავლისა და სწავლების მაღალ ხარისხს.

ჩვენ ვცდილობთ მივაღწიოთ პროგრესს და შევქმნათ იდეალური სასწავლო გარემო უახლეს ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების განხორციელებით და გამოცდილი აკადემიური პერსონალის მოზიდვით.
SEU -ში მიღებული განათლება ნიშნავს მაღალ პროფესიულ სტატუსს და კარიერულ შესაძლებლობებს. ჩვენი კურსდამთავრებულები მზად არიან კონკურენცია გაწიონ არჩეული პროფესიის სამყაროში. მნიშვნელოვანია, რომ კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებლით, SEU საქართველოს „ტოპ 5“ უნივერსიტეტებს შორისაა.

ჩვენი საგანმანათლებლო ფილოსოფია არის სტუდენტებისათვის XXI საუკუნის მოთხოვნების შესაბამისი ცოდნის გადაცემა და მათი კვალიფიკაციისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევებით აღჭურვა არა მხოლოდ კონკურენციისთვის, არამედ წარმატების მისაღწევად.

ამისათვის, ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ სტუდენტებისათვის პროფესიული ცოდნის, უნარების, თავისუფალ და კრიტიკულ აზროვნებაზე დაფუძნებული ღირებულებების განვითარებაზე, რაც აუცილებელია სამომავლო კარიერისთვის, რათა მათ შეძლონ ცვალებად გარემოში ადაპტირება, მიიღონ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, შემოქმედებითად მიუდგნენ თანამედროვე გამოწვევებს და წვლილი შეიტანონ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში.
SEU-ს ულტრათანამედროვე კამპუსში გთავაზობთ დინამიურ, უსაფრთხო და მაღალხარისხიან სასწავლო გარემოს.

ჩვენ ხელს შევუწყობთ თქვენს ფიზიკურ და პიროვნულ განვითარებას, რისთვისაც მოგიწოდებთ გაერთიანდეთ და მოაწყოთ სპორტული, ინტელექტუალური, შემოქმედებითი აქტივობები, რომლებიც თქვენს ინტერესებს შეესაბამება.

ჩვენ გპირდებით ევროპული სტანდარტების ცოდნას, გაცვლით პროგრამებს მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ სასწავლებლებში, სტაჟირებებს, მასტერკლასებს და რაც მთავარია, საინტერესო და თავგადასავლებით სავსე სტუდენტურ ცხოვრებას. ეს ყველაფერი კი თქვენი წარმატებული მომავლის საწინდარია.

ჩვენი კარი ღიაა როგორც ქართველი, ისე უცხოელი სტუდენტებისთვის.

გისურვებთ სტუდენტობის გამოცდილებას SEU-ში, რომელიც ყოველთვის გახსოვთ ღიმილით და სავსეა ბედნიერი მოგონებებით და ხანგრძლივი მეგობრობით.
დასასრულს, ნება მიბოძეთ აღვნიშნო - SEU არის დიდი ოჯახი და გვსურს, რომ თქვენც იყოთ ამ საოცარი ოჯახის წევრი.

გელოდებით სეუ-ში!
#გახდისეუელი #გაუსწარიდროს!
გია კავთელიშვილი
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს დამფუძნებელი და რექტორი