სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

ევროპული ინტეგრაციის კვლევითი ცენტრი

ცენტრის შესახებ

ევროპული ინტეგრაციის კვლევითი ცენტრი არის საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის SEU-ს სამეცნიერო-კვლევითი სტრუქტურული ერთეული, რომელიც საქმიანობს ინტერდისციპლინური მიმართულებით და მიზნად ისახავს საქართველოში ევროპული ინტეგრაციის კვლევითი და სასწავლო პროცესის ხელშეწყობასა და მხარდაჭერას. 

ევროპული ინტეგრაციის კვლევითი ცენტრის აერთიანებს უნივერსიტეტში მოღვაწე სამართლის, ბიზნესის მართვის და ჰუმანიტარულ-სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტების პროფესორებს, აკადემიურ და მოწვეულ პერსონალს, რომლებიც ახორციელებენ დარგობრივ, ინტერდისციპლინურ ან შედარებით კვლევებს ევროპულ ინტეგრაციასთან დაკავშირებით.

ცენტრი დაარსდა 2020 წელს და მას შემდეგ აქტიურ კვლევით საქმიანობას ეწევა. იგი საქართველოს ევროპეიზაციის შეუქცევადი პროცესის მხარდამჭერია და, ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის მისწრაფებების პარალელურად, ისეთი კვლევითი საქმიანობის მხარდამჭერია, რაც ხვალინდელი ქართულ-ევროპული სამეცნიერო თანამშრომლობის შემოქმედი უნდა იყოს.

კვლევითი ცენტრის მიზნები:

  • ევროპული ინტეგრაციის როგორც სამართლებრივი, ეკონომიკური, სოციალური და ისტორიული მოვლენის სამეცნიერო კვლევა;
  • ინტერდისციპლინური ხედვის საფუძველზე ევროპულ საკითხებთან დაკავშირებული კვლევა;
  • ევროპასთან დაკავშირებული საკითხების მეცნიერული, პრაქტიკის პრობლემებისა და საზოგადოებაში აქტუალური საკითხების კვლევა;
  • კვლევის შედეგების განზოგადება და წინადადებების შემუშავება საქართველოს კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით;
  • ქვეყანაში ევროპული ინტეგრაციის განვითარების ხელშეწყობა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების და სხვა სტრატეგიული, სამართლებრივი დოკუმენტების შესაბამისად.

კვლევითი ცენტრის საქმიანობის მიმართულებები:

  • ინტერდისციპლინური და დარგობრივი კვლევითი პროექტების განხორციელება, როგორც უნივერსიტეტის, ისე საგარეო დაფინანსების საფუძველზე;
  • კვლევით საქმიანობაში ახალგაზრდა და გამოცდილი მკვლევრების თანაბარი ჩართვა;
  • კვლევის შედეგების ფართოდ გავრცელება და ხელმისაწვდომობა, როგორც უნივერსიტეტის სტუდენტების, ისე სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის;
  • კვლევის შედეგების სასწავლო დისციპლინებში ასახვა და დანერგვა.

კვლევითი ცენტრის საქმიანობის სფეროები:

  • თანამშრომლობს სახელმწიფო ორგანოებთან, არასამთავრობო, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და კვლევით დაწესებულებებთან;
  • თანამშრომლობს უცხოეთის სასწავლო-კვლევით დაწესებულებებთან;
  • მონაწილეობს ეროვნულ და საერთაშორისო პროექტებში, ან საკუთარი ძალებით ახდენს მათ განხორციელებას. პერიოდულად ატარებს საერთაშორისო და ეროვნული კონფერენციებს, სემინარებს და სამუშაო შეხვედრებს, რომელიც ემსახურება ინსტიტუტის კვლევების შედეგების წარმოჩენას.
  • ცენტრი კვლევას ახორციელებს თემატური კვლევითი პროექტის ფარგლებში.

ევროპული ინტეგრაციის კვლევითი ცენტრის დებულება

Message body empty