სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

გამოცემები

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს სამეცნიერო ჟურნალი  „სოციალურ მეცნიერებათა ვექტორები“  წარმოადგენს პერიოდულ საერთაშორისო რეფერირებად და რეცენზირებად გამოცემას, რომელიც მიზნად ისახავს აკადემიური დისკუსიის გაღრმავების ხელშეწყობას.

ჟურნალს აქვს საერთაშორისო სტანდარტული სერიული ნომერი ელექტრონული (E-ISSN) და ბეჭდვითი სახით (ISSN) პერიოდული გამოცემებისთვის. ჟურნალში განთავსებულ თითოეულ ნაშრომს იდენტიფიცირებისთვის მიენიჭება უნიკალური კოდი DOI (Digital Object Identifier - ციფრული ობიექტის იდენტიფიკატორი).

ჟურნალი გამოიცემა  წელიწადში ორჯერ, ქართულ და ინგლისურ ენებზე.

„სოციალურ მეცნიერებათა ვექტორები“ დაარსდა 2021 წელს.

ჟურნალი საშუალებას აძლევს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკადემიურ პერსონალს, მკვლევრებსა და დოქტორანტებს, წარმოადგინონ სამეცნიერო ნაშრომები შემდეგი მიმართულებებით: 

  • ეკონომიკა
  • სამართალი
  • ადმინისტრირება და მართვა
  • ფსიქოლოგია
  • პოლიტიკის მეცნიერებები
  • ჟურნალისტიკა

ჟურნალში ნაშრომები განთავსდება - creative commons ლიცენზიით, კერძოდ Creative Commons Attribution (CC BY) 2.0 ლიცენზიით, რაც გულისხმობს მისი გამოყენების უფლებას ნებისმიერი მიზნით, წყაროს მითითების ვალდებულებით.

ჟურნალი წარმოადგენს ღიად ხელმისაწვდომ გამოცემას, რაც ნიშნავს, რომ მისი შინაარსი სრულად ხელმისაწვდომია მომხმარებლებისათვის ყოველგვარი დამატებითი გადასახადის ან რეგისტრაციის გარეშე.

ჟურნალი აღიარებს და ითვალისწინებს საერთაშორისო საგამომცემლო პრინციპებსა და საუკეთესო პრაქტიკას. იგი იზიარებს  საერთაშორისოდ აღიარებულ ისეთ ღირებულებებსა და გამოცდილებებს, როგორიცაა ბუდაპეშტის ღია ხელმისაწვდომობის ინიციატივის (BOAI) სახელმძღვანელო პრინციპები და გამოცემების ეთიკის კომიტეტი (COPE) მთავარი პრაქტიკა.

ჟურნალში სტატიის გამოსაქვეყნებლად ავტორებს არ მოეთხოვებათ რაიმე სახის საფასურის გადახდა.

ISSN 2667-9892

https://doi.org/10.51895/VSS

ჟურნალის დებულება

Message body empty