სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

ვაკანსიები ლექტორთათვის

დეპარტამენტი
გამოცხადების თარიღი 11 თებერვალი, 2020
ბოლო ვადა 20 თებერვალი, 2020

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ  აცხადებს მოწვეული ლექტორების ვაკანსიებს  ქვემოთ ჩამოთვლილი სასწავლო კურსების წასაკითხად:

ბიზნესის მიმართულებით:

  • ბიზნეს კომუნიკაციები;
  • კვლევის მეთოდები ბიზნესში;
  • მეწარმეობა.

 

მენეჯმენტის მიმართულებით

  • ხარისხის მენეჯმენტი მომსახურების სექტორში;
  • პროექტის მენეჯმენტი.


ფინანსების
მიმართულებით

  • საჯარო ფინანსების მართვა;
  • რეგულირების გავლენის შეფასება (RIA);
  • შესავალი კორპორაციულ ფინანსებში;
  • ინვესტიციების შეფასება და ფინანსური პროგნოზირება;
  • საქმიანობის შედეგების მართვა (performance management).


სამართლის მიმართულებით

  •  გადახდისუუნარობის სამართალი;
  •  საკუთრების უფლების დაცვა საკონსტიტუციო და ევროსასამართლოს პრაქტიკის მიხედვით;
  •  მომხმარებლის უფლებების დაცვა ევროკავშირის სამართალში და მათი საკანონმდებლო იმპლემენტაცია; 
  •  სამართლებრივი აზრის ისტორია საქართველოში; 
  • სახელმწიფოების პასუხისმგებლობა საერთაშორისო სამართალში;
  • საერთაშორისო საჰაერო სამართალი;
  • საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი;
  • უმცირესობათა უფლებები;
  • ძალის გამოყენების აკრძალვა.


სამუშაო პირობები

დატვირთვა - საათობრივი (3 საათი კვირაში ერთი სასწავლო კურსის ერთ ჯგუფზე).

ანაზღაურება - საათობრივი; ანაზღაურების ოდენობა დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციასა და გამოცდილებაზე.


წარმოსადგენი დოკუმენტები:

  • CV;
  • აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლი;
  • შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების სილაბუსის ხედვა.

დამატებითი კრიტერიუმები:

  • უცხო ენის ცოდნა და უცხო ენაზე კურსის გაძღოლის კომპეტენცია;
  • დარგში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
  • სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა, სამეცნიერო სტიპენდიები და გრანტები;
  • პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა.


საკონკურსო დოკუმენტების მიღება განხორციელდება 2020 წლის 20 თებერვლის ჩათვლით  ელ-ფოსტაზე: [email protected] . სათაურის ველში მიუთითეთ: შესაბამისი სასწავლო კურსის ლექტორი.

Message body empty