სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

დრესაპ ჯგუფი - ლოჯისტიკის სპეციალისტი

დეპარტამენტი
გამოცხადების თარიღი 19 იანვარი, 2024
ბოლო ვადა 20 იანვარი, 2024

"დრესაპ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის სპეციალისტის პოზიციაზე Dressup.ge-ის ოპერაციულ გუნდში.

"დრესაპ ჯგუფი" 29 წელია მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე და ექსკლუზიურად წარმოადგენს ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მსოფლიოში აღიარებულ ბრენდებს: Levi`s, Lacoste, CK, Tommy Hilfiger, Tommy Jeans, Gant, Samsonite, Guess, Lee, Wrangler, Jack & Jones, Mavi, Etam, Converse, Vans, Adidas და სხვა.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო გრაფიკი: ცვლებში - I ცვლა 10:00-19:00 სთ, II ცვლა - 13:00 - 22:00 სთ, კვირაში 5 დღე;
  • ანაზღაურება: ფიქსირებული 1400 ;
  • სამუშაო ადგილი: . თბილისი.


ფუნქციები და მოვალეობები:

  • Dressup.ge-ის შეკვეთების დეტალების შემოწმება და პროგრამაში ასახვა;
  • მაღაზიათა ქსელთან და შიდა გადაზიდვების კურიერებთან კომუნიკაცია შეკვეთასთან დაკავშირებულ საკითხებზე;
  • შეკვეთების მაღაზიებიდან Dressup.ge-ის სერვის ცენტრამდე მიწოდების პროცესის უზრუნველყოფა;
  • RS.ge-ზე პროდუქციის შიდა გადატანისთვის საჭირო დოკუმენტების ატვირთვა;
  • პროდუქციის მიღება ონლაინ მაღაზიაში, ჩაბარება/დადასტურება შეკვეთების ოპერატორების მიერ და შესაბამისი პროცესების მონიტორინგი;
  • გადამზიდ/საკურიერო კომპანიებთან უშუალო კონტაქტი შეკვეთასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე;
  • პროდუქციის გაცვლა/დაბრუნებების პროცესის მართვა;
  • სერვის ცენტრიდან გასატანი პროდუქციის მომხმარებლისთვის გადაცემა;
  • პროგრამაში საწყობის ნაშთის მონიტორინგი;
  • შესყიდვის პროცესში შექმნილი პრობლემის შემთხვევაში მომხმარებელთან შესაბამისი სახის კომუნიკაცია და დახმარება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ლოჯისტიკის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია სამუშაო გამოცდილება საკურიერო, ან ელ. კომერციის კომპანიებში;
  • სასურველია პროგრამებში მუშაობის გამოცდილება (FMG, Fina და სხვა);

უნარ-ჩვევები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • მოქნილობა და ოპერატიულობა;
  • ორგანიზებულობა და საქმის დაგეგმვის/კოორდინირების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

კანდიდატთა შერჩევა:

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV/რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]  2024 წლის 20 იანვრის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - "ლოჯისტიკის სპეციალისტი".

გისურვებთ წარმატებას!

Message body empty