სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

 „ხელი ხელს“ - მძიმე და ღრმა შეფერხების მქონე პირების პერსონალური ასისტენტი

დეპარტამენტი
გამოცხადების თარიღი 18 აპრილი, 2024
ბოლო ვადა 30 აპრილი, 2024

„ხელი ხელს“ აცხადებს ვაკანსიას, თბილისში განვითარების მძიმე და ღრმა შეფერხების მქონე პირების პერსონალური ასისტენტის პოზიციაზე.

მოთხოვნები აპლიკანტის მიმართ:

  • საშუალო ან უმაღლესი განათლება;
  • სასურველია შშმ პირებთან მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია ტრენინგები ან კვალიფიკაციები ჰუმანიტარულ, სოციალურ, სამედიცინო, ფსიქოლოგიის ან მომიჯნავე სფეროებში;
  • სამუშაოს აღწერა და პასუხისმგებლობა;
  • შშმ პირების ასისტირება ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით, მათი საზოგადოებაში ინკლუზიის ხელშეწყობა, ღირსეული მოპყრობა და უფლებების დაცვა;
  • დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო ფუნქციური და პროფესიული უნარების განვითარებაში ხელშეწყობა.

 ფუნქცია/მოვალეობები:

  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და გაუმჯობესებაში დახმარება;
  • თვითმოვლისა და ყოფითი ხასიათის სხვადასხვა უნარების განვითარებასა და შესრულებაში მხარდაჭერა, მათ შორის:
  • ბენეფიციარის მოვლას, დახმარებას და სწავლებას საკვების, საპირფარეშოს, პირადი ჰიგიენის დაცვის პროცესში;
  • სოციალური ინკლუზიაში ხელშეწყობა;
  • განათლება-განვითარების ხელშეწყობა;
  • ჯანმრთელობა,უსაფრთხოება, უფლებების დაცვაში მხარდაჭერა;
  • სერვისის მიწოდების ანგარიშგება.

 ორგანიზაცია იზრუნებს:

  • თქვენი პროფესიული ცოდნის განვითარებაზე (ტრენინგები და სუპერვიზია);
  • პრაქტიკული ცოდნის გაღრმავებაზე სამუშაო ადგილზე მხარდაჭერასა და გაძლიერებაზე.

ანაზღაურება: 

  • გამოსაცდელი პერიოდი (2 თვე) - საათში 6 ლარი.
  • სტანდარტული ანაზღაურება კვირის დღეებში (ორშაბათი-პარასკევი)  საათში 8 ლარი (ხელზე ასაღები) .
  • შაბათ-კვირას 10 ლარი (ხელზე ასაღები) .


დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:

ტელ: 551 35 05 04

ელ ფოსტა: [email protected]

Message body empty