სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

Credo Developer Academy - Back end დეველოპმენტის შემსწავლელი კურსი

დეპარტამენტი
გამოცხადების თარიღი 18 აპრილი, 2024
ბოლო ვადა 14 მაისი, 2024

კურსის შესახებ:

შერჩეული კანდიდატების 6 თვიან სასწავლო კურსს სრულად დააფინანსებს კრედო ბანკი.

სასწავლო კურსი მოიცავს როგორც თეორიულ ასევე პრაქტიკულ ნაწილს. კურსის მიზანია სწავლის მაქსიმალური ხელმისაწვდომობა და დასაქმების შესაძლებლობის შექმნა IT სფეროთი დაინტერესებული პირებისთვის.

კურსის განმავლობაში შეისწავლი: Back end დეველოპმენტს NET პლატფორმაზე - C#, .Net5, ASP.Net (Basics) & MS SQL (Basics)

სწავლების ფორმატი - ლექციები მიმდინარეობს Live რეჟიმში, Classroom-ფორმატში:

  • თეორიული ნაწილი - კვირაში 2 ან 3 დღე - 4-5 საათი;
  • პრაქტიკული ნაწილი - კვირაში 2 დღე - 4 საათი;

ჩვენ ვეძებთ - ძალიან მოტივირებულ, IT სფეროში განვითარებასა და ზრდაზე ორიენტირებულ ადამიანებს, რომლებიც მზად არიან ახალი გამოწვევებისათვის.

შერჩევის ეტაპები

  • I ეტაპი - ტესტირება
  • II ეტაპი - გასაუბრება

საბაზისო ცოდნა არ მოითხოვება

კურსის დასრულებისას მონაწილეებს გადაეცემათ აკადემიის სერტიფიკატი

დასაქმების შესაძლებლობა - სწავლება დასაქმებისთვის: თუ შენი სწავლის ჟინი და ხარისხი დაემთხვა ჩვენს მოლოდინს, შემოუერთდი ჩვენს მეგობრულ გუნდს, სადაც IT თავგადასავლების ეპიცენტრში მოექცევი და თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გადატანის საუკეთესო შესაძლებლობა მოგეცემა

კანდიდატურის წარდგენის ბოლო დღე - 14 მაისი

დაინტერესების შემთხვევაში, რეგისტრაციის გასავლელად გადადით ბმულზე: https://www.careers-page.com/jsc-credo-bank/job/QW9VY339 

Message body empty