სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

სითიქომი - კორპორატილ მომხმარებელთა მომსახურების სპეციალისტი

დეპარტამენტი
გამოცხადების თარიღი 19 აპრილი, 2024
ბოლო ვადა 30 აპრილი, 2024

გვიხარია, რომ დაინტერესდი ჩვენი ვაკანსიით! ვეცდებით, მოგაწოდოთ მაქსიმალურად ამომწურავი და საჭირო ინფორმაცია როგორც სითიქომზე, ასევე პოზიციაზე

ჩვენს შესახებ:

სითიქომი არის საბილინგო სისტემა, იგივე ციფრული ყულაბა, რომელიც სამეზობლოს ეხმარება  საჭირო თანხების შეგროვებაში, შემდეგ კი სამეზობლო და თავმჯდომარე ერთად იღებენ გადაწყვეტილებას თუ რას მოახმარონ ციფრული ყულაბით შეგროვებული თანხა.

სითიქომი გეხმარება ფული მარტივად და გამჭირვალედ შეაგროვო ისეთი სერვისებისთვის, როგორიცაა ლიფტის მომსახურება, სადარბაზოს დასუფთავება, კორპუსის კეთილმოწყობა და სხვა სამეზობლოსთვის სასურველი სერვისისთვის.

ცოტა მეტი სითიქომის შესახებ:

სითიქომის მისია არის ყველა კორპუსში იდეალური სამეზობლოების შენება, მაგრამ არასდროს გვავიწყდება ჩვენი მთავარი სამეზობლოს შესახებ - სითიქომის გუნდი! პროფესიული განვითარების გარდა, სითიქომში დაგხვდება მეგობრული გუნდი, არასამუშაო საათებში აქტივობები და ბევრი გართობა! 

პოზიციის შესახებ:

ვეძებთ პროაქტიულ და მოტივირებულ გუნდის წევრს, რომელიც ორიენტირებული იქნება მომხმარებელთა მხარდაჭერასა და მათი პრობლემების გადაჭრაზე. თუ ხარ, სწრაფი, მოქნილი, ორგანიზებული და დეტალების მიმართ ყურადღებიანი, სითიქომი შენ გეძებს! 

ძირითადი მოვალეობები:

  • შემომავალი ან/და გამავალი ზარების მეშვეობით თამვჯდომარეებთან კომუნიკაცია, მათი მომსახურება;
  • კომპანიაში შემოსული მეილების კონტროლი, მიღებული მოთხოვნების დამუშავება და/ან, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამის პირებთან გადამისამართება;
  • ამხანაგობის თავმჯდომარის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე მოთხოვნილი თანხების ავტომატურ გადარიცხვებში ჩანიშვნა;
  • თავმჯდომარეების მიერ მეილის საშუალებით მოწოდებული აბონენტების სითიქომის სისტემურ მოდულში რეგისტრაცია,დავალიანების კორექტირება ან დავალიანების გაწერა, მომხმარებლების რეგისტრირებული ბინების გაყოფა ან გაერთიანება; მომხმარებლების ანგარიშების გაუქმება.
  • თავმჯდომარეების წერილობით მოთხოვნის საფუძველზე მისამართზე არსებული სერვისების ამოკლება ან დამატება, სხვადასხვა რეპორტების გაგზავნა. საჭიროების შემთხვევაში დავალიანების მქონე აბონენტებთან დაკავშირება;
  • მომხმარებლების მიერ გამოგზავნილი მეილის საფუძველზე, მათ მიერ დაფიქსირებული პრობლემის/საკითხის გადაჭრა: ნომრის ცვლილება, რეგისტრაციის გაუქმება, ბინის მფლობელის ცვლილება, ტრანზაქციების ამონაწერის ისტორიის გადაგზავნა,უკმაყოფილების დაფიქსირება არსებულ სერვისებზე. საჭიროების შემთხვევაში თავმჯდომარისთვის ინფორმაციის მიწოდება;
  • პრობლემურ მისამართებთან მოლაპარაკებების წარმოება, წამოჭრილი პრობლემების აღმოფხვრაზე მუშაობა და მათ შენარჩუნებაზე ზრუნვა
  • ახალი მისამართების თავმჯდომარეების ონბორდინგი, პრეზენტაციის ჩატარება, ინსტრუქციების მიწოდება და აშ;
  • არსებული მომხმარებლების განვითარება, მათთვის დამატებითი სერვისების შეთავაზება/გაყიდვა;
  • პროვაიდერებისთვის ვებ გვერდზე განთავსების შეთავაზება/გაყიდვა;
  • პროვაიდერებთან შეხვედრების ჩატარება, განთავსები

სასურველია: 

  • მომხმარებელთა მხარდაჭერის/ქოლ. ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე მუშაობის 1-2 წლიანი გამოცდილება;
  • მომხმარებელთან სატელეფონო და წერილობითი კომუნიკაციის გამოცდილება;
  • შიდა პროგრამაში მუშაობისა და ცვლილებების ასახვის გამოცდილება;
  • სასურველია გქონდეს გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით.
  • თავს კომფორტულად გრძნობდე დინამიკურ და მრავალფეროვან გარემოში;
  • იყო კომუნიკაბელური, ღია და გუნდური მუშაობის მოყვარული

რას გთავაზობთ ჩვენ: 

  • სამუშაო დრო: 10:00-19:00, დასვენება კვირაში 2 დღე
  • ანაზღაურება: ფიქსირებული  1100  ლარი + საბონუსე სისტემა 
  • პროფესიული ზრდისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობა

მდებარეობა: თბილისი, გიორგი დანელიას 23 (ნაფეტვრების ასახვევი) 

დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი

რეზიუმეს ასატვირთად გადმოდით ბმულზე: კორპორატიულ მომხმარებელთა მომსახურების სპეციალისტი - Citycom Career's

გაცნობებთ, რომ სითიქომში შენი პერსონალური მონაცემების გადმოგზავნით ნებას გვრთავ, რომ შენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია დავამუშავოთ, გავუზიაროთ მესამე პირ(ებ)საც და შევინახოთ ის კანონით განსაზღვრული ვადით. მონაცემების დამუშავება ემსახურება მხოლოდ იმ მიზანს, რომ დავადგინოთ შენი კანდიდატურის შესაბამისობა ჩვენ მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე.

Message body empty