სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

სითიქომი - ქოლ ცენტრის ოპერატორი

დეპარტამენტი
გამოცხადების თარიღი 19 აპრილი, 2024
ბოლო ვადა 30 აპრილი, 2024

გვიხარია, რომ დაინტერესდი ჩვენი ვაკანსიით! ვეცდებით, მოგაწოდოთ მაქსიმალურად ამომწურავი და საჭირო ინფორმაცია როგორც სითიქომზე, ასევე პოზიციაზე.

ჩვენს შესახებ:

სითიქომი არის საბილინგო სისტემა, იგივე ციფრული ყულაბა, რომელიც სამეზობლოს ეხმარება  საჭირო თანხების შეგროვებაში, შემდეგ კი სამეზობლო და თავმჯდომარე ერთად იღებენ გადაწყვეტილებას თუ რას მოახმარონ ციფრული ყულაბით შეგროვებული თანხა.

სითიქომი გეხმარება ფული მარტივად და გამჭირვალედ შეაგროვო ისეთი სერვისებისთვის, როგორიცაა ლიფტის მომსახურება, სადარბაზოს დასუფთავება, კორპუსის კეთილმოწყობა და სხვა სამეზობლოსთვის სასურველი სერვისისთვის.


ცოტა მეტი სითიქომის შესახებ:

სითიქომის მისია არის ყველა კორპუსში იდეალური სამეზობლოების შენება, მაგრამ არასდროს გვავიწყდება ჩვენი მთავარი სამეზობლოს შესახებ - სითიქომის გუნდი! პროფესიული განვითარების გარდა, სითიქომში დაგხვდება მეგობრული გუნდი, არასამუშაო საათებში აქტივობები და ბევრი გართობა! 


პოზიციის შესახებ:

ვეძებთ პროაქტიულ და მოტივირებულ გუნდის წევრს, რომელიც ორიენტირებული იქნება მომხმარებელთა მხარდაჭერასა და მათი პრობლემების გადაჭრაზე. თუ ხარ ორგანიზებული და დეტალების მიმართ ყურადღებიანი, სითიქომი შენ გეძებს! 

ძირითადი მოვალეობები:

  • მომხმარებელთან სატელეფონო/Facebook კომუნიკაცია კომპანიის მომხმარებელთა მომსახურების სტანდარტის დაცვით;
  • მომსახურების მაღალი სტანდარტის სატელეფონო/ Facebookკომუნიკაციის საშუალებით მომხმარებლისთვის ამომწურავი და ზუსტი ინფორმაციის მიწოდება, მათი დახმარება;
  • მომხმარებლისგან მიღებული ინფორმაციის შიდა სისტემაში ასახვა, დამუშავება
  • სატელეფონო/Facebook კომუნიკაციისას დაბრკოლებების გამოვლენა და მომსახურების პროცესის მართვისთვის ოპტიმალურ გადაწყვეტილებებს მიღება
  • მომსახურების პროცესში წამოჭრილი პრობლემების მოგვარება და მომხმარებლის კმაყოფილების გაზრდაზე ზრუნვა.


სასურველია:

  • მსგავს პოზიციაზე პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; 
  • სატელეფონო კომუნიკაციის გამოცდილება;
  • შიდა პროგრამაში მუშაობისა და ცვლილებების ასახვის გამოცდილება. 
  • თავს კომფორტულად გრძნობდე დინამიკურ და მრავალფეროვან გარემოში;
  • იყო კომუნიკაბელური, ღია და გუნდური მუშაობის მოყვარული.

რას გთავაზობთ ჩვენ: 

  • სამუშაო დრო: 11:00-20:00 საათი, დასვენების დღე: ხუთშაბათი, პარასკევი ან 9:00-18:00 საათი, დასვენების დღე: სამშაბათი, ოთხშაბათი.
  • ანაზღაურება: ფიქსირებული  900  ლარი + საბონუსე სისტემა (საშუალო ჯამური ანაზღაურება 1100 ლარი). 
  • პროფესიული ზრდისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობა.

მდებარეობა: თბილისი, გიორგი დანელიას 23 (ნაფეტვრების ასახვევი) 

დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი

ენები: ქართული, ინგლისური

რეზიუმეს ასატვირთად ეწვიეთ ბმულს: ქოლ-ცენტრის ოპერატორი - Citycom Career's

გაცნობებთ, რომ სითიქომში შენი პერსონალური მონაცემების გადმოგზავნით ნებას გვრთავ, რომ შენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია დავამუშავოთ, გავუზიაროთ მესამე პირ(ებ)საც და შევინახოთ ის კანონით განსაზღვრული ვადით. მონაცემების დამუშავება ემსახურება მხოლოდ იმ მიზანს, რომ დავადგინოთ შენი კანდიდატურის შესაბამისობა ჩვენ მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე.

Message body empty