სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

თიბისი ფეი - ტერმინალების მომსახურების სპეციალისტი

დეპარტამენტი
გამოცხადების თარიღი 01 ნოემბერი, 2019
ბოლო ვადა 11 ნოემბერი, 2019

კომპანია თიბისი ფეის სერვისის განყოფილება აცხადებს ვაკანსიას ტერმინალების მომსახურების სპეციალისტის პოზიციაზე.


სამუშაო მოვალეობები:

  • ქსელში განთავსებული ტერმინალების ხარვეზების გარეშე მუშაობის უზრუნველყოფა;
  • ტერმინალების გამართულ და სუფთა მდგომარეობაში შენარჩუნება;
  • ტექნიკური ხარვეზების  მუდმივი მონიტორინგი და მათი დროული და ხარისხიანი შესრულება
  • აპარატის პროგრამული უზრუნველყოფა (დრაივერების დაყენება, პროგრამების ჩაწერა, სისტემის ინსტალაცია, და სხვა);
  • ტერმინალის ადგილზე განთავსებისას, მისი გამართვა და მონტაჟი;
  • ტერმინალზე ნაწილების შეცვლა/დაყენება და ქსელში ნაწილების შესაბამისი წესით გადაადგილების უზრუნველყოფა;


საკვალიფიკაციო და სხვა მოთხოვნები:

  • B კატეგორიის მართვის მოწმობა;
  • საკუთარი ავტომობილი;
  • კომპიუტერებთან და კომპიუტერულ ტექნიკასთან მუშაობის გამოცდილება;
     

უნარები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
     

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო განაკვეთი: სრული
  • სამუშაო დღები: ორშაბათი-პარასკევი
  • საწყისი ანაზღაურება: დარიცხული 500 ლარი + ბონუსი

გთხოვთ, არაუგვიანეს 11 ნოემბრისა გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე -  [email protected] სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება და სამუშაო ადგილი.

შპს „თიბისი ფეი“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ: ცხელი ხაზი  032 2 17 18 19, ელ ფოსტა: [email protected]  

გაცნობებთ, რომ  შპს „თიბისი ფეი“  ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

Message body empty