სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

ნიკორა - ფინანსური მენეჯერი

დეპარტამენტი
გამოცხადების თარიღი 04 მარტი, 2020
ბოლო ვადა 18 მარტი, 2020

კომპანია „ნიკორა“ 1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა. დღესდღეობით ნიკორა წარმოდგენილია ჰოლდინგის სახით, რომელიც აერთიანებს თოთხმეტ შვილობილ კომპანიას. ჰოლდინგში წარმოდგენილი კომპანიები უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებითა და თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით მომხმარებელს მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს, როგორიცაა: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, თევზეული, რძის პროდუქტები, ნაყინი, პურ-ფუნთუშეული, ღვინო. კომპანიას, ასევე, აქვს საკუთარი სადისტრიბუციო ქსელი, მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით და საკალმახე მეურნეობა. „ნიკორა“ არის მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში, რომლის პრიორიტეტებია: მრავალფეროვანი და უმაღლესი ხარისხის პროდუქციის ასორტიმენტი.

"ნიკორა" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი აქტიური დამსაქმებელია. ამჟამად, ჰოლდინგში 6000-ზე მეტი თანამშრომელია და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება. სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე: www.nikora.ge

სს „ნიკორააცხადებს ვაკანსიას ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე:

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ჰოლდინგში შემავალი შვილობილი კომპანიების მიერ წარმოდგენილი ყოველთვიური ფინანსური ანგარიშგებების კონტროლი, ფინანსური ანალიზი და კონსოლიდაცია;
  • მოწოდებული ფინანსური ანგარიშგებების პროგრამულად აღრიცხულ ოპერაციებთან და IFRS სტანდარტებთან შესაბამისობის შემოწმება;
  • შვილობილი კომპანიების ფინანსურ-ეკონომიკური მაჩვენებლების/ინდიკატორების ანალიზი, მიმდინარე და გასული პერიოდის ბიუჯეტთან შედარება და ხელმძღვანელობისთვის დასკვნების/რეკომენდაციების მომზადება;
  • ჰოლდინგში შემავალი კომპანიების ფინანსური მონაცემების კონსოლიდაცია ჰოლდინგის ჭრილში, IFRS სტანდარტების შესაბამისად.
  • ბიუჯეტირების პროცესში ჩართულობა, შვილობილი კომპანიებისა და ჰოლდინგის მასშტაბით;
  • ფინანსური მოდელირება სხვადასხვა გადაწყვეტილებისა თუ ინვესტიციის ეფექტიანობის შეფასებისთვის;
  • გარე აუდიტორულ კომპანიებთან ურთიერთობა;
  • კომპანიის ფინანსური პროცესების აღრიცხვისა და კონტროლის სისტემის გაუმჯობესებაზე მუდმივი ზრუნვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ფინანსების, ბიზნესის ადმინისტრირების ან ეკონომიკის მიმართულებით;
  • სასურველია ACCA-ს შესაბამისი სერტიფიკატის ფლობა;
  • ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებისა (IFRS)  და  საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების, განსაკუთრებით, MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • სასურველია ბუღალტრულ პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;

პიროვნული თვისებები და უნარები:

  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • შედეგებსა და განვითარებაზე ორიენტირებულობა.

 

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: [email protected]  სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. 

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ  სს „ნიკორამ“  დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით შემდგომი გამოყენებისთვის.

განცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 2020 წლის 18 მარტი.

Message body empty