სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

,,პალიტრა მედია ჰოლდინგი“ -ს წევრი კომპანია ,,პალიტრა TV ” აცხადებს სტაჟირებას ჟურნალისტის პოზიციაზე.

დეპარტამენტი
გამოცხადების თარიღი 09 ივლისი, 2021
ბოლო ვადა 05 აგვისტო, 2021

"პალიტრა TV" - ახალი ამბების ტელევიზია და მაყურებელს ქართული რეალობისთვის ინოვაციური ეთერი და ბადე შესთავაზა. "პალიტრა TV" მაყურებელს საშუალებას აძლევს, დღის ნებისმიერ მონაკვეთში, მოკლე დროში მიიღოს ახალი და ამომწურავი ინფორმაცია.  მაუწყებლობა 24- საათიანია, ინფორმაციის განახლება კი ყოველ საათში ერთხელ ხდება ქართული და უცხოური პოლიტიკური პროცესების, ეკონომიკის, ბიზნესის, კულტურის, სპორტისა და სხვა სფეროებში მიმდინარე მოვლენების შესახებ. "პალიტრა TV" მაყურებელს მოკლე ქრონომეტრაჟიან მრავალფეროვან შემეცნებით რუბრიკებსა და თოქ-შოუებს სთავაზობს.  "პალიტრა TV" არის მათთვის, ვისთვისაც დრო მნიშვნელოვანია.

მოვალეობები :

  • სხვადასხვა სახის ღონისძიებებზე დასწრება და ინტერვიუების ჩაწერა;
  • გაშუქებული ღონისძიების შესახებ ტექსტების მომზადება;
  • მემონტაჟესთან ერთად მასალის მომზადება.

მოთხოვნები:

  • სასურველია უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  • აუცილებელია ჟურნალისტური პრინციპების თეორიული ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

  • კომუნიკაბელურობა;
  • განვითარებაზე ორიენტირებულობა;
  • პუნქტუალობა;
  • გუნდურობა;

დაინტერესებული პირები, განცხადების სრული ტექსტის სანახავად და რეზიუმეს ასატვირთად  გთხოვთ, მიჰყევით ბმულს:

http://hr.palitra.ge/vacancy/0xaceb005056a2625311ebe55ddb845a2e

ან გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელ.მისამართზე: [email protected]

Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 5 აგვისტო.

Message body empty