სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

ენერგო-პრო ჯორჯია - დასაქმების პროგრამა

დეპარტამენტი
გამოცხადების თარიღი 01 ივნისი, 2023
ბოლო ვადა 11 ივნისი, 2023

სს “ენერგო-პრო ჯორჯია”, სს „ეპ ჯორჯია გენერაცია“, სს „ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგი“ იწვევენ  ენერგეტიკის ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს და ახალკურსდამთავრებულებს, ასევე პროფესიული კოლეჯების, ენერგეტიკის / ელ. ინჟინერიის მიმართულების სტუდენტებს „საზაფხულო დასაქმების პროგრამაში“ მონაწილების მისაღებად. ასევე მსურველებს იწვევს ფინანსური და აბონენტებთან ურთიერთობის მიმართულებით სტაჟირებაზე.

საზაფხულო დასაქმების პროგრამა მოიცავს 2 თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას. შერჩეული კანდიდატები გაივლიან სტაჟირებასა და ტრენინგებს კომპანიის  სხვადასხვა დეპარტამენტებში, შემდეგ მიმართულებებში:

  • მაღალი ძაბვის ქვესადგურების ექსპლუატაცია
  • სარელეო დაცვა და დიაგნოსტიკა
  • ელ. გადამცემი ხაზების და მოწყობილობების პროექტირება/ექსპლუატაცია
  • ელ. მრიცხველების ლაბორატორია
  • პროექტების განვიტარება
  • ქსელის განვითარება
  • გენერაცია (ჰიდროელექტრო სადგურები)
  • აბონენტთა ურთიერთობა (ქოლ ცენტრი)
  • ფინანსური


პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, საუკეთესო სტუდენტებს/კანდიდატებს  მიეცემათ კომპანიაში დასაქმების შესაძლებლობა.

„საზაფხულო დასაქმების პროგრამის“ სრული ხანგძლივობა:  2 თვე

პროგრამის სავარაუდო პერიოდი:  1 ივლისი - 1  სექტემბერი

ლოკაცია: კომპანიის სათაო ოფისი (თბილისი) და რეგიონული ფილიალები (ქუთაისი; ბათუმი; ხაშური; თელავი, რუსთავი).

პროგრამა მოიცავს: თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებებს, პროექტების მომზადებას, უშუალო სამუშაო პროცესებში ჩართულობას. სტაჟირების პროგრამას გაუძღვებიან კომპანიის, ენერგეტიკისა და ელექტრო ინჟინერიის მიმართულების მაღალკვალიფიციური პროფესიონალები.

პროგრამაში ჩართვის, ძირითადი მოთხოვნები: 

  • დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, ან კურსდამთავრებული (ენერგეტიკის/ ელ. ინჟინერიის მიმართულებით)
  • მაღალი აკადემიური მოსწრება (შეფასების ფურცელი)
  • კომუნიკაბელურობა
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • მაღალი მოტივაცია
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
  • ინგლისური ან/და რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად

 

დაინტერესებულ პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს შეუძლიათ  გამოაგზავნონ CV შემდეგ მისამართზე: [email protected]

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2023 წლის 11 ივნისი

Message body empty