სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

ჰელფინგ ჰენდი - “ისწავლე ქართული მოხალისეებთან ერთად“

დეპარტამენტი
გამოცხადების თარიღი 14 ივნისი, 2023
ბოლო ვადა 01 ივლისი, 2023

ჰელფინგ ჰენდმა გაეროს ბავშვთა ფონდთან პარტნიორობით ჩამოაყალიბა მოხალისეთა კლუბები 63 მუნიციპალიტეტში. ჩვენი მიზანია ახალგაზრდებისა და მოზარდების გაძლიერება, მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერა, არაფორმალური განათლების ხელმისაწვდომობა და მოხალისეობის პოპულარიზაცია მოზარდებსა და ახალგაზრდებში.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰელფინგ ჰენდი“ საქართველოში მცხოვრები უკრაინელი ლტოლვილებისთვის იწყებს საგანმანათლებლო პროექტს სახელწოდებით ისწავლე ქართული მოხალისეებთან ერთად“, რომლის მიზანია საქართველოში მცხოვრები უკრაინელი მოზარდებისა და ბავშვებისთვის ქართული ენის შესწავლა, ადგილობრივ თემში მათი ინტეგრაციის ხელშეწყობა და კულტურათაშორისი კავშირების დამყარება.

პროგრამა “ისწავლე ქართული მოხალისეებთან ერთად“ 6 თვის განმავლობაში უკრაინელ მოზარდებსა და ბავშვებს სთავაზობს ქართული ენის კურსებს. პროგრამის ფარგლებში შეირჩევა 50-მდე მოხალისე მასწავლებელი, რომლებსაც ღრმად აქვთ გაცნობიერებული, როგორც დაკისრებული პასუხისმგებლობა, ასევე უკრაინელი ლტოლვილების წინაშე მდგარი გამოწვევები; სტუდენტი მოხალისე მასწავლებლები ჩაატარებენ სტრუქტურულ გაკვეთილებს, ინტერაქტიურ აქტივობებს და პრაქტიკულ სავარჯიშოებს ენის ცოდნის გასაუმჯობესებლად. შეხვედრები ჩატარდება, როგორც პირისპირ, ისე ონლაინ რეჟიმში.

რეგისტრაციის გავლა მიმდინარეობს ამა წლის ივლისამდე და განახლდება პერიოდულად: https://forms.gle/p31F8ocYzAg4fGrv9

Message body empty