სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

UNESCO აცხადებს ფოტოკონკურსს

დეპარტამენტი
გამოცხადების თარიღი 04 ივლისი, 2023
ბოლო ვადა 31 ივლისი, 2023

UNESCO აცხადებს ფოტოკონკურსს “ახალგაზრდების თვალით დანახული აბრეშუმის გზა”. კონკურსის მთავარი თემებია: არქიტექტურა, ძეგლები და ურბანიზმი.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 14-დან 25 წლამდე ახალგაზრდებს ორ ასაკობრივ კატეგორიად: 14-დან 17 წლამდე და 18-დან 25 წლამდე.

შესარჩევი კომისიის წევრები შეისწავლიან ფოტონამუშევრებს და გამოავლენენ გამარჯვებულებს თითოეული კატეგორიიდან (3-3 გამარჯვებული თითო კატეგორიიდან). პირველ ადგილზე გასული გამარჯვებულები საჩუქრად მიიღებენ პროფესიონალურ ფოტოაპარატს, მეორე ადგილზე გასულები მიიღებენ ნახევრადპროფესიონალურ ფოტოაპარატს, ხოლო მესამე ადგილის მფლობელები მიიღებენ სამოყვარულო ციფრულ ფოტოაპარატს

ასევე შერჩეული 60 ფოტონამუშევრისგან შედგება მოძრავი გამოფენა და გამოიცემა ფოტოალბომი. ფოტონამუშევრების წარდგენის ბოლო ვადაა მ.წ.31 ივლისი.

დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ განთავსებულია UNESCO-ს შემდეგ ბმულზე: https://unescosilkroadphotocontest.org

Message body empty