ფორსეტი აცხადებს მონაცემთა კომუნიკაციის ქართულენოვან სასტიპენდიო პროგრამაზე მიღებას.
თუ ჟურნალისტი ან სამოქალაქო აქტივისტი ხარ, თუ გაინტერესებს მონაცემების გამოყენებით ამბის თხრობა, არჩევნების თემატიკა და მიმდინარე მოვლენების მონაცემებით გაშუქება, მაშინ ეს პროგრამა შენთვისაა.
3 თვის განმავლობაში ფორსეტის გამოცდილი ტრენერებისგან ისწავლი მონაცემების მოპოვების, დამუშავებისა და ვიზუალიზაციის ტექნიკებს. ასევე, მენტორების დახმარებით, იმუშავებ შენს ამბავზე და პრაქტიკაში გამოიყენებ ახალ ცოდნას. სასწავლო პროგრამის განმავლობაში შექმნი მონაცემებზე დაფუძნებულ ორ ამბავს, როგორიცაა სტატიკური თუ ინტერაქტიული ინფოგრაფიკა, ანიმაცია, მულტიმედიური ამბავი, და სხვ.
სასწავლო კურსი შედგენილი იქნება შემდეგი მოდულებისგან:
სასწავლო პროგრამა იყოფა ორ ნაწილად:
სასწავლო პროგრამის წარმატებით დასრულებისა და მონაცემთა ამბის მედიაში გამოქვეყნების შემდეგ პროგრამის მონაწილეებზე გაიცემა ერთჯერადი სტიპენდია $1000 ოდენობით (გადასახადების ჩათვლით).
ეს პროგრამა შენთვისაა, თუ:
სასწავლო კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ კურსის მონაწილეები შეუერთდებიან ფორსეტის მონაცემთა კომუნიკაციის სასწავლო პროგრამის კურსდამთავრებულთა ქსელს, რომელიც ამ ეტაპზე აერთიანებს 100ზე მეტ ჟურნალისტსა და სამოქალაქო აქტივისტს 12 ქვეყნიდან.
ქსელის წევრებისთვის ხელმისაწვდომია მცირე გრანტები, რომელთა მოპოვებაც შესაძლებელია მონაცემებზე დაფუძნებული ამბების შექმნისთვის, დამატებითი სასწავლო კურსის გავლისა და კონფერენციაზე დასწრებისთვის, სხვადასხვა პროექტისთვის და ა.შ.
აპლიკაციის მიღების ბოლო ვადაა 29 მარტი.
რეგისტრაციისთვისა და დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: