7 აპრილს, ტარდება განათლების საერთაშორისო გამოფენა, რომელიც გაიმართება თბილისში, სასტუმრო Holiday Inn Tbilisi-ში (მისამართი: 26 მაისის ქუჩა #1).
გამოფენა ტარდება მათთვის, ვინც დაინტერესებულია საზღვარგარეთ სწავლით, სტიპენდიებისა და გრანტების მიღებით, და სხვადასხვა სასწავლო პროგრამით. გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სასწავლებლები და საქართველოში არსებული საელჩოები და საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც ქართველ ახალგაზრდებს შეთავაზებენ სტიპენდიებს და სხვადასხვა სასწავლო პროგრამებს.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება:
აღნიშნული გამოფენის საშუალებით დაინტერესებულ პირებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, პირისპირ გაესაუბრონ უმაღლესი სასწავლებლების, საელჩოებისა და საერთაშრისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე.
გამოფენაზე დასწრება უფასოა!
დარეგისტრირდი
განათლების საერთაშორისო გამოფენის ორგანიზატორია საგანმანათლებლო ორგანიზაცია Edu-Guide.Ge (www.edu-guide.ge)
ჩატარების თარიღი და დრო: 2024 წლის 7 აპრილი; 12:00-დან 17:00-საათამდე.
Facebook ღონისძიება იხილეთ აქ
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:
ელ. ფოსტა: [email protected]