სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

სტაჟირება საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სამსახურში

დეპარტამენტი
გამოცხადების თარიღი 03 აპრილი, 2024
ბოლო ვადა 16 აპრილი, 2024

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ, სეუ-ს სტუდენტებისთვის და კურსდამთავრებულებისთვის აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სამსახურში

სოციალური მედია მენეჯერის პოზიციაზე 

ადგილმდებარეობა: თბილისი, წინანდლის .#9

ხანგრძლივობა: 3 თვე

სამუშაო საათები: კვირაში 25 საათი

ვაკანტური  ადგილების რაოდენობა: 1

ანაზღაურება: 375 ლარი (დარიცხული)

ძირითადი მოვალეობები:

  • უნივერსიტეტის ყველა სოციალური ქსელის გვერდის მართვა;
  • უნივერსიტეტის ვებ-გვერდისა და სოციალური ქსელების მუდმივი მონიტორინგი, უნივერსიტეტის იმიჯისა და რეპუტაციის შემლახველი საფრთხეების დროულად გამოსავლენად;
  • უნივერსიტეტის სოცილური ქსელის გვერდების სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობა და ხედვის წარდგენა;
  • სოციალურ მედია პლატფორმებზე გასატანი ტექსტების, გზავნილების ეფექტურად ჩამოყალიბება, შექმნა და განთავსება.
  • უნივერსიტეტის სოციალურ ქსელებში მომხმარებელთან კომუნიკაცია;
  • უნივერსიტეტში ჩატარებული, მიმდინარე და დაგეგმილი მნიშვნელოვანი სასწავლო და კულტურული ღონისძიებებისა და პროექტების შესახებ ინფორმაციის განთავსება სოციალურ ქსელებში;
  • უნივერსიტეტის სოციალური ქსელების მუშაობის შესახებ ყოველთვიური ანგარიშის მომზადება;
  • სფეროში ახალი ტრენდების გაცნობა და ყოველდღიურ საქმიანობაში გამოყენება.

ძირითადი მოთხოვნები:

  • ბაკალავრი (მენეჯმენტი; მარკეტინგი; საზოგადოებასთან ურთიერთობა), ან ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
  • ქართულ ენაზე ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარი
  • ინგლისურ ენაზე ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარი (B1)
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: Outlook; MS Office; Social Media; Google AdWords; Facebook Ads.
  • გამართული მეტყველება

უნარ-ჩვევები:

  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
  • თავაზიანობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დროის ეფექტიანი მართვა;
  • ინფორმაციის შეგროვება;
  • ინფორმაციის/მონაცემთა ანალიზი;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, 2024 წლის 16 აპრილის ჩათვლით, გადმოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]

გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

Message body empty