სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

პერსონალის მართვის სამსახურის უფროსი

დეპარტამენტი
გამოცხადების თარიღი 23 აპრილი, 2024
ბოლო ვადა 30 აპრილი, 2024

შპს„საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ" აცხადებს ვაკანსიას პერსონალის მართვის სამსახურის უფროსის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, წინანდლის ქ. №9;

განაკვეთი: სრული

ფუნქცია-მოვალეობები:

  • შერჩევის პროცესის დაგეგმვა და სრული ციკლის მართვა ყოველი ცალკეული პოზიციისთვის მისი სპეციფიკის გათვალისწინებით;
  • ადამიანური რესურსების ადმინისტრირების პროცესის მართვა;
  • ავტორიზაცია/აკრედიტაციის პროცესებში ჩართულობა, შესაბამისი მონაცემების დამუშავება/წარდგენა;
  • პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების / ტრენინგების დაგეგმვა და განხორციელება;
  • თანამშრომელთა შეფასების სისტემების პროცესის დაგეგმვა და განხორციელება;
  • პერსონალის მართვის დეპარტამენტის კომპეტენციაში შემევალ საკითხებზე სხვადასხვა პროექტების ინიცირება და დაგეგმვა/განხორციელება;
  • მონაცემების დამუშავება და რეესტრის წარმოება;
  • სამუშაო აღწერილობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციები;

ძირითადი მოთხოვნები:

  • მაგისტრის/მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება, მათშორის ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება - 1 წელი;
  • უმაღლესი განათლების მარეგულირებელი კანონებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ცოდნა; 
  • საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე შესაბამისი კანონების და კანონქვემდებარე აქტების ცოდნა;
  • უნივერსიტეტის შიდა მარეგულირებელი აქტების ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა (როგორც წერილობითი, ასევე ვერბალური ფორმით) B2 დონეზე;
  • კომპიუტერული პროგრამების (MS Office) მაღალ დონეზე ცოდნა.


კომპეტენცია და უნარები:

  • შედეგზე ორიენტაციის უნარი;
  • დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • ინფორმაციის გაზიარების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირების უნარი;
  • შერჩევა, შეფასებისა და უკუკავშირის გაზიარების უნარი;

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე არაუგვიანეს 2024 წლის 30 აპრილისა შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] სათაურის ველში გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

Message body empty