სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

მობილობა სეუ-ში

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემეტრის მობილობის ვადები

სეუ-ში მობილობის მსურველ პირთა ელექტრონულ პორტალზე https://students.emis.ge რეგისტრაცია იწარმოებს 2020 წლის 22 იანვრის 12:00 საათიდან - 05 თბერვლის 18:00 საათამდე

მობილობის მსურველმა პირმა, ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის შემდეგ, მობილობის საფასური (40 ლარი) უნდა გადაიხადოს სს საქართველოს ბანკში.

მობილობის შედეგები გამოცხადდება 2020 წლის 11 თებერვალს
მობილობის შედეგების ნახვა შესაძლებელი იქნება  პორტალზე https://students.emis.ge

ელექტრონულ პორტალზე გამოქვეყნებული დადებითი შედეგის საფუძველზე სეუ-ში მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია (საბუთების მიღება) იწარმოებს 2020  წლის 12 თებერვლის 10:00 საათიდან - 2020 წლის 19 თებერვლის 18:00 საათის ჩათვლით (კვირა დღის გარდა);­­­­

სეუ-ში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა

ჩარიცხვამდე:

  • განცხადება რექტორის სახელზე (სტუდენტი ავსებს ადგილზე);
  • პასპორტი ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის/ატესტატის ქსეროასლი;
  • ამონაწერი სტუდენტის სასწავლო ბარათიდან, დამოწმებული ბეჭდით;
  • სტუდენტის თავდაპირველი ჩარიცხვისა და სხვა სტატუსის განმსაზღვრელი ბრძანებების დამოწმებული ასლები.

ჩარიცხვის შემდეგ:

  • საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
  • სტუდენტის სასწავლო ბარათი;
  • ფოტოსურათი 3X4 (CD);
  • წვევამდელის სამხედრო სააღრიცხვო მოწმობის ასლი (საქართველოს მოქალაქე ვაჟებისთვის);
Message body empty