არ მსურს გამოწერა

სწავლება

საერთაშორისო პროექტები

გაცვლითი პროგრამა ტურიბას უნივერსიტეტში, ლატვია

პროგრამის ხანგრძლივობა: ერთი სემესტრი სწავლების ენა: ინგლისური

პროგრამის ხანგრძლივობა: ერთი სემესტრი

სწავლების ენა: ინგლისური

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ აცხადებს გაცვლით სემესტრს (გაზაფხულის სემეტრი) ტურიბას უნივერსიტეტში შემდეგი პროგრამის სტუდენტებისათვის:

I საფეხური (ბაკალავრიატი) - ბიზნესის ადმინისტრირება, ტურიზმი, ჟურნალისტიკა, ფსიქოლოგია. სწავლის პერიოდი: 06.01.2020–30.04.2020.

II საფეხური (მაგისტრატურა) - ბიზნესის ადმინისტრირება, ტურიზმი, სამართალი.
მოთხოვნები გაცვლითი პროგრამის მონაწილეთათვის: მაღალი აკადემიური მოსწრება (მინიმუმ 75 ქულა (2,2+)). სწავლის პერიოდი: 03.02.2020 – 31.05.2020.

ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა (შეიძლება დადასტურდეს საერთაშორისო სერტიფიკატით - TOEFL, IELTS და სხვა ან საუნივერსიტეტო ტესტირებით)
გაცვლითი პროგრამის მონაწილე სტუდენტების შერჩევა მოხდება ტესტირების და გასაუბრების საფუძველზე.

პრიორიტეტი მიენიჭებათ მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტებს, რომლებმაც სემესტრის სასწავლო კურსები ან მათი ნაწილი გაიარეს ინგლისურად/ ინგლისურენოვანი ლიტერატურით.

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 15 ოქტომბერი. 15:00
განაცხადების გადარჩევა 15-20 ოქტომბერი.
ტესტირება/გასაუბრება: 20-25 ოქტომბერი.
შედეგების გამოცხადება - 26 ოქტომბერი.
დაინტერესებულმა სტუდენტებმა უნდა გაიარონ ონლაინ რეგისტრაცია აღნიშნულ ლინკზე:

შედეგების გამოცხადების შემდგომ, ნომინირებულმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

პასპორტის ასლი
პასპორტის ფოტო 3x4 ზე
CV ინგლისურ ენაზე.
დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს pdf ფორმატით აღნიშნულ მეილზე: iro@seu.edu.ge

სააპლიკაციო ფორმა

სასტიპენდიო კონკურსი გერმანიაში, პასაუს უნივერსიტეტში

პროგრამის ხანგრძლივობა: ერთი ან ორი სემესტრი სწავლების ენა: გერმანული შერჩევის წესი: რეგისტრაცია

პასაუს უნივერსიტეტი, (The University of Passau), სახელმწიფო მართვის და საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის სტუდენტებისთვის, აცხადებს სასტიპენდიო კონკურსს "განათლება დემოკრატიისთვის" ერთი ან ორი სემესტრის განმავლობაში.

ყოველთვიური სტიპენდიის ოდენობაა 720 ევრო.

წარსადგენად საჭირო დოკუმენტაცია:

CV გერმანულ ენაზე
ნიშნების ფურცელი (გერმანულ ან ინგლისურ ენაზე)
ესე გერმანულ ენაზე
(პირადი მოსაზრება საქართველოში არსებული კონფლიქტების შესახებ)

სამოტივაციო წერილი
(გერმანულ ენაზე)

გერმანული ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუკმენტი
2 სარეკომენდაციო წერილი სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესორისგან.
(ინლგისურ ან გერმანლურ ენაზე)

დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს pdf ფორმატით აღნიშნულ მეილზე: iro@seu.edu.ge

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2019 წლის 26 ივლისი.

რეგისტრაციის გასავლელად დაუკავშირდით საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს.

სტაჟირება გერმანიის სამართალდამცავ ორგანოებში - იურიდიული ფაკულტეტი

პროგრამის ხანგრძლივობა: ერთი სემესტრი სწავლების ენა: ინგლისური შერჩევის წესი: აპლიკაციათა განხილვა, ტესტირება უცხო ენაში, გასაუბრება გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მიღების მსურველთა რეგისტრაციის ფორმა.

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს სთავაზობს სტაჟირების პროგრამას გერმანიის ფედერალურ რესპუბლიკაში, ქალაქ ბრემენის სასამართლოში, პროკურატურასა და ადვოკატურაში.

გაცვლითი სემესტრი გერმანიაში - იურიდიული ფაკულტეტი

პროგრამის ხანგრძლივობა: ერთი სემესტრი სწავლების ენა: ინგლისური შერჩევის წესი: აპლიკაციათა განხილვა, ტესტირება უცხო ენაში, გასაუბრება

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს სთავაზობს გერმანიის ფედერალურ რესპუბლიკაში, ქალაქ კიოლნის უნივერსიტეტში გაცვლით პროგრამას.