17 ნოემბერს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში ფსიქოლოგთა კლუბის ორგანიზებითა და კარიერული განვითარებისა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის მხარდაჭერით გაიმართება პანელური დისკუსია თემაზე : „კარიერული განვითარების გზა ფსიქოლოგიაში“.
დისკუსიაში ჩაერთვებიან SEU - ს ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულები, რომლებიც დღეს აქტიურად და წარმატებით მუშაობენ ფსიქოლოგიის სფეროში.
შეხვედრის ფარგლებში სტუდენტები მიიღებენ მათთვის სასურველ ინფორმაციას ფსიქოლოგიის, როგორც პროფესიის შესახებ და გაიზიარებენ დარგის სპეციალისტების გამოცდილებას.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია 16 ნოემბრის ჩათვლით.
დრო: 17:00 საათი.