7 დეკემბერს, SEU-ს იურიდიული კლუბის ორგანიზებით და კარიერული განვითარებისა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის მხარდაჭერით, ჩატარდება ადამიანის უფლებათა გზამკვლევის ციფრული პლატფორმის პრეზენტაცია.
- იურიდიული განათლების ფონდის ხელშეწყობით, საქართველოში, შეიქმნა ადამიანის უფლებათა გზამკვლევის ციფრული პლატფორმა.
- ადამიანის უფლებათა გზამკვლევი არის ადამიანის უფლებების სწავლების ევროპული ციფრული პლატფორმა, რომელიც ხელმისაწვდომია ევროპის თერთმეტ ქვეყანაში და ძალიან მალე ამოქმედდება საქართველოში.
- გზამკვლევი გთავაზობთ რესურსებსა და ინსტრუმენტებს, რომლებიც სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს დაეხმარება შეისწავლონ ადამიანის უფლებები ყოველდღიური სიტუაციებისა და მაგალითების საფუძველზე.
- ადამიანის უფლებათა გზამკვლევი შექმნილია ორგანიზაციების ქსელის მიერ ევროპის მასშტაბით და ეფუძნება მოსაზრებას, რომ ყველას აქვს უფლება იცოდეს თავისი უფლებები.
შეხვედრაში მონაწილეობის მიღების მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიაროთ 6 დეკემბრის ჩათვლით.
დრო: 15:00 საათი
დარეგისტრირდი