სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

პირველი ონლაინ სამეცნიერო საერთაშორისო კონფერენცია

16 მაისი
zoom.us

სეუ-ს ორგანიზებით პირველი ონლაინ სამეცნიერო საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

პირველად საქართველოში “საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი - სეუს” ორგანიზებით, პოლონეთის ლაზარსკის უნივერსიტეტთან პარტნიორობით გაიმართა პირველი ონლაინ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - ,,თანამედროვე გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში COVID-19-ის კრიზისისა და გამოწვევის ფონზე".

სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა ონლაინ პლატფორმა Zoom-ის აპლიკაციის და ფეისბუქ ლაივის (https://www.facebook.com/seu.edu.ge/) საშუალებით უნივერსიტეტის ოფიციალურ გვერდზე. მას, გარდა მონაწილეებისა, 5000-ზე მეტი ფეისბუქის მომხმარებელი ადევნებდა თვალს. კონფერენცია ათი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

კონფერენციაში მონაწილეობდა 17 ინსტიტუცია მსოფლიოს 8 ქვეყნიდან. მათ შორისაა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. 8 ქვეყნის - ავსტრიის, პოლონეთის, იტალიის, ესპანეთის, ისრაელის, ინდოეთის, დიდი ბრიტანეთის და საქართველოს 18 სხვადასხვა უნივერსიტეტი.

ეს უნივერსიტეტებია: 

  • Lazarski University-  პოლონეთი;
  • University of Wroclaw - პოლონეთი;
  • University of Innsbruck - ავსტრია;
  • Coventry University London, UK - ლონდონი;
  • University of Rome Tor Vergata - იტალია;
  • The National Distance Education University, Spain - ესპანეთი;
  • The Hebrew University and Shoresh Institution - ისრაელი;
  • Jaipuria Institute of Management, Indore - ინდოეთი;
  • Indian Institute of Management, Indore - ინდოეთი;

საქართველოდან კი შემდეგი უნივერსიტეტები 

  • საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ, როგორც მასპინძელი, ლაზარკის უნივერსიტეტთან ერთად;
  • საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი;
  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი;
  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი;
  • ახალი უმაღლესი სასწავლებელი;
  • საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი;

ონლაინ კონფერენციის მთავარი მიზანი მსოფლიოში არსებულ რთულ პერიოდში, მეცნიერების, მკვლევარებისა და პრაქტიკოსებისათვის თავიანთი კვლევების, იდეებისა და გამოცდილების გაზიარება, ასევე, იმ პრობლემების გადაწყვეტის რეკომენდაციების გაცემა იყო, რომელთა წინაშეც დღეს მსოფლიო დგას.

კონფერენციის თემები ეკონომიკის, ბიზნესის და მენეჯმენტის სფეროებს ეხებოდა. ძირითადი მიგნებები და რეკომენდაციები, რაც კონფერენციის მსვლელობისას გამოიკვეთა:

  1. განათლების შესახებ კანონში ცვლილება, სწავლის ჰიბრიდული ფორმატის შესახებ (ტრადიციულ სწავლების მეთოდს დამატებული ონლაინ სწავლება)
  2. პოსტკრიზისულ პერიოდში სამეწარმეო სტიმულების გაზრდა და კერძო საკუთრების განმტკიცება. პრივატიზაციის პროცესის დაჩქარება.
  3. შრომით კანონმდებლობაში დისტანციური მუშაობის ფორმატის გათვალისწინება.
  4. უნივერსიტეტებში და სკოლებში მეწარმეობის პოპულარიზაცია და სიმულაციური სწავლების გაძლიერება.
  5. აგრობიზნესის პროგრამებზე მოთხოვნის გაზრდის მოლოდინი პოსტ-კრიზისულ პერიოდში.
  6. სახელმწიფოს მიერ სტარტაპების დაფინანსების პროგრამების გაძლიერება.

რჩეული ნაშრომები გამოქვეყნდება საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ჟურნალში ,,SEU&SCIENCE” ან ლაზარსკის უნივერსიტეტის (პოლონეთი) ეკონომიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის ჟურნალში ,,Economic and Political Thought”.

კონფერენციას მოდერატორობას საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, დოქტორი, ასოცირებული პროფესორი - თენგიზ თაქთაქიშვილი და კარდიფის უნივერსიტეტის მაგისტრი, ასოცირებული პროფესორი და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ფინანსების საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი პაატა შურღაია უწევდა.

პირველი ონლაინ სამეცნიერო საერთაშორისო კონფერენცია მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ეკონომიკის, ბიზნესისა და მენეჯმენტის სფეროებში მომუშავე ადამიანების ცოდნის მიღებასა და გაღრმავებას. რეკომენდაციები კი რაც გაჟღერდა შეხვედრისას კერძო სექტორისა და მთავრობებისთვის წარმომადგენლებისთვის კრიზისი დაძლევაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

Message body empty