სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

კარიერული გზა ჟურნალისტიკაში

11 დეკემბერი

SEU-ს სტუდენტებო, კურსდამთავრებულებო და აბიტურიენტებო, 11, 12 და 13 დეკემბერს SEU - ში ჟურნალისტიკის პროგრამის ორგანიზებითა და კარიერული განვითარებისა და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობების სამსახურის მხარდაჭერით გაიმართება საჯარო ლექციების სერია: „კარიერული გზა ჟურნალისტიკაში“.

შემოუერთდით საჯარო ლექციების სერიას და მიიღეთ პროფესიული რჩევები კარიერული განვითარების მიმართულებით და პრაქტიკული საქმიანობის შესახებ.

საჯარო ლექციებზე თქვენ გაეცნობით:

  • როგორია ჟურნალისტის ერთი სამუშაო დღე;
  • როგორ მზადდება სატელევიზიო რეპორტაჟი;
  • სატელევიზიო რეპორტაჟის გადაღების პროცესს;
  • წამყვანის სამუშაოს სპეციფიკას;
  • რა გამოწვევები ახლავს წამყვანის საქმიანობას;
  • როგორ გახდეთ სპორტის ჟურნალისტი;
  • რა დაბრკოლებებს აწყდება სპორტის ჟურნალისტი საქართველოში და სხვა. 

განრიგი: 

11 დეკემბერი, 16:00 საათი:

  • შეხვედრა თემაზე: ,,ჟურნალისტის ერთი სამუშაო დღე"
  • სპიკერი: ანა ხოშტარია,  SEU-ს კურსდამთავრებული და სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი2"-ის საინფორმაციო სამსახურის "კურიერის" ჟურნალისტი. 

12 დეკემბერი, 16:00 საათი:

  • შეხვედრა თემაზე:  „ახალი ამბები (ნიუსი): სატელევიზიო რეპორტაჟის მომზადება“
  • სპიკერი:  შალვა სუმბაძე, SEU-ს კურსდამთავრებული და  ახალი ამბების კორესპონდენტი / საინფორმაციო გამოშვების  "კვირის მოამბე" წამყვანი. 

13 დეკემბერი, 16:00 საათი:

  • შეხვედრა თემაზე: „სპორტის ჟურნალისტიკა საქართველოში“
  • სპიკერი: საბა საპანაძე, SEU-ს ჟურნალისტიკის საბაკალავრო პროგრამის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, სპორტის ჟურნალისტი. 

სამუშაო ენა: ქართული

საჯარო ლექციის დასრულების შემდეგ გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი.

მონაწილეობის მიღების მსურველებმა გაიარეთ რეგისტრაცია 10 დეკემბრის ჩათვლით ბმულზე:

დარეგისტრირდი

ადგილი:  SEU-ს ახალი კამპუსი. აუდიტორიის შესახებ წინასწარ მიიღებთ ინფორმაციას.

Message body empty