18 დეკემბერს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში გაიმართება პანელური დისკუსია თემაზე: “ძალადობის მსხვერპლთათვის ხელმისაწვდომი სახელმწიფო სერვისები”.
დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფსიქოლოგიის პროგრამის პროფესორები და მოწვეული სტუმარი - თამილა სანიკიძე, თბილისის ტრეფიკინგის და ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულების უფროსი.
შეხვედრის ფარგლებში მონაწილეები განიხილავენ ძალადობის მსხვერპლ ქალებზე ფიზიკური, მენტალური/ფსიქოლოგიური და სოციალური ძალადობის ზემოქმედების შედეგებს.
ასევე იმსჯელებენ გენდერული ძალადობის წინააღმდეგ არსებული სახელმწიფო სერვისების როლზე და მათი ეფექტურად გამოყენების მნიშვნელობაზე.